Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაოფიციალური სტატისტიკის შესახებმუხლი 5

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 5. ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სტანდარტებისა და ოფიციალური სტატისტიკის შემდეგი ძირითადი პრინციპების შესაბამისად: ა) პროფესიული დამოუკიდებლობა − ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო დამოუკიდებლად, პოლიტიკური და  ნებისმიერი სხვა სახის ზეწოლის ან ჩარევის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს ოფიციალური სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების თაობაზე, მათ შორის, მონაცემთა წყაროების, გამოსაყენებელი კონცეფციების, მეთოდების, განმარტებებისა და კლასიფიკაციების შერჩევის შესახებ, აგრეთვე სტატისტიკის გავრცელების ყველა ფორმის, დროისა და შინაარსის თაობაზე. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჯაროდ გამოთქვას მოსაზრება სტატისტიკურ საკითხებსა და ოფიციალური სტატისტიკის არამართებულ გამოყენებასთან დაკავშირებით; ბ) მიუკერძოებლობა და ობიექტურობა − ოფიციალური სტატისტიკის შემუშავება, წარმოება და გავრცელება უნდა მოხდეს ნეიტრალური, სანდო და მიუკერძოებელი ფორმით, პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. იგი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური განცხადებისგან თუ მოსაზრებისგან. ყველა მომხმარებელს უნდა მიეცეს ოფიციალური სტატისტიკის თანაბარი და ერთდროული ხელმისაწვდომობის უფლება; გ) სიზუსტე და საიმედოობა − ოფიციალური სტატისტიკა რეალობას ზუსტად და თანამიმდევრულად უნდა ასახავდეს და იმ მეცნიერულ კრიტერიუმებს უნდა ეფუძნებოდეს, რომლებიც მონაცემთა წყაროების, მეთოდებისა და პროცედურების შერჩევისთვის გამოიყენება; დ) თანამიმდევრულობა და შესადარისობა − სტატისტიკური მონაცემები საერთაშორისო დონეზე თანამიმდევრული და დროის, რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით შესადარისი უნდა იყოს; ე) სიცხადე და გამჭვირვალობა − ოფიციალური სტატისტიკა მკაფიო და გასაგები ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი, ხოლო გამოყენებული სტატისტიკური მეთოდები და პროცედურები მომხმარებელს სტატისტიკური მონაცემების სწორი ინტერპრეტაციის უზრუნველსაყოფად გამჭვირვალე სახით უნდა მიეწოდოს; ვ) სტატისტიკური კონფიდენციალურობა და მონაცემების ექსკლუზიურად სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენება − ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს მიერ შეგროვებული ან მიღებული ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ პერსონალური მონაცემები ან/და ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალური უნდა იყოს და მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული; ზ) შესაბამისობა − მომხმარებლის არსებულ და მოსალოდნელ საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და მისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის ხარისხი.

2.სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების შესაბამისად უნდა მოხდეს. თავი III. სტატისტიკის ეროვნული სისტემის სტრუქტურა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №3

  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12მუხლი 20მუხლი 41მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 12ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები
  • 41ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის უზრუნველყოფის ვალდებულება
  • 6სტატისტიკის ეროვნული სისტემა

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 59უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი პრინციპები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 66სტანდარტიზაციის ძირითადი პრინციპები
  • 68სტანდარტის შემუშავება და მიღება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 34საქსტატი

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 4კანონის პრინციპები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 4მონაცემთა დამუშავების პრინციპები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 45⁶საინვესტიციო რეკომენდაციებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების წესი

კონკურენციის შესახებ

  • 17სააგენტოს საქმიანობის პრინციპები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 6სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
445⁶666859176341241208645
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…სურსათის/ცხოველის საკვ…პროდუქტის უსაფრთხოების…შეზღუდული შესაძლებლობი…ეროვნული მარეგულირებელ…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026