პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 48. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში მონაცემების დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გენერალური აუდიტორი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 ივნისისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობის კონტროლის შესახებ.

2.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წლის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მონაცემების დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, ინფორმაციას წლის განმავლობაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისა და განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე, ზოგად სტატისტიკურ ინფორმაციას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე–138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და იმავე კოდექსის 143 ​ 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს გენერალური აუდიტორი წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. აღნიშნულ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის ბიურო გადასცემს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფს.

4.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, მიეწოდება საზოგადოებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით.

5.სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4210 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. თავი VII სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებები მონაცემთა დაცვის სფეროსა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025

    48-ე მუხლით ანგარიშგების სუბიექტი გახდა გენერალური აუდიტორი/სახელმწიფო აუდიტის სამსახური, დადგინდა 1 ივნისის ვადა და ანგარიშის შინაარსი; VII თავის სათაურშიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურია მითითებული.

  2. 48-ე მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი, რომელიც სამსახურს ანიჭებს უფლებამოსილებას საკუთარი ინიციატივით, ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში მისი საქმიანობის უკავშირებულ, მნიშვნელოვნად მიჩნეულ საკითხებზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3169113822113857681391016415916748
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს პარლამენტი…სახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს სახალხო და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა