Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 159

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 159. პარლამენტის მიერ საჯარო სახსრების მართვის კონტროლი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშგება პარლამენტის წინაშე

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617

1.პარლამენტი საჯარო სახსრების მართვის კონტროლს უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით.

2.პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას.

3.სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი ანგარიშისა და სრული ანგარიშის წარდგენის დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ორჯერ წარადგენს მოხსენებას საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე.

4.სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს. ამ ანგარიშს დანართის სახით უნდა ერთოდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის შედეგები. აღნიშნული ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის დადგენილებას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება აისახოს აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით მიღებული რეკომენდაციები და მიეთითოს მათი შესრულების ვადები. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ საკითხზე მომხსენებელია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.

6.პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აუდიტის ჯგუფის მეშვეობით ზედამხედველობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების აღსრულებას და საჭიროების შემთხვევაში მისი აღსრულების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს ინფორმაცია შეიძლება წარდგენილ და განხილულ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.

7.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების მიზნით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტის წევრებისგან ქმნის კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ მუდმივმოქმედ აუდიტის ჯგუფს. აუდიტის ჯგუფის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კოორდინაციას უწევს პარლამენტის კომიტეტების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვას.

8.აუდიტის ჯგუფი ანგარიშვალდებულია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე. აუდიტის ჯგუფის დებულებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

9.ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული აუდიტის ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშებისა და რეკომენდაციების (არსებობის შემთხვევაში) განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის წარდგენა.

10.სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშებსა და რეკომენდაციებს (არსებობის შემთხვევაში) პარლამენტს წარუდგენს დაუყოვნებლივ. ამასთანავე, წელიწადში ორჯერ – მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე და მომდევნო წლის 10 თებერვლამდე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს აგრეთვე წერილობით ინფორმაციას ამ ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე.

11.აუდიტის ჯგუფი ვალდებულია პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არანაკლებ ერთხელ წარუდგინოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თავისი საქმიანობის შესახებ მოხსენება.

12.აუდიტის ჯგუფის სხდომები საჯაროა. აუდიტის ჯგუფი ვალდებულია პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში თვეში ერთი სხდომა მაინც მოიწვიოს.

13.აუდიტის ჯგუფი შეიმუშავებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს შესაბამისი რეკომენდაციებით და მას აღნიშნულ კომიტეტს წარუდგენს.

14.სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი საქმიანობის გეგმის შედგენისას ითვალისწინებს პარლამენტის კომიტეტების, დროებითი საგამოძიებო კომისიებისა და დროებითი კომისიების წინადადებებს.

15.სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და დროებით საგამოძიებო კომისიას გადასცეს აუდიტის მასალები.

16.პარლამენტისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ აუდიტსა და შემოწმებას.

17.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური აუდიტი ხორციელდება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და აუდიტორული ფირმის შერჩევაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-9–მე-12 პუნქტებით დადგენილი წესი. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 25 ივნისის რეგლამენტი №1835 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტი საჯარო სახსრების მართვის კონტროლს უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით. 2. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი ანგარიშისა და სრული ანგარიშის წარდგენის დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ორჯერ წარადგენს მოხსენებას საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე. 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს. ამ ანგარიშს დანართის სახით უნდა ერთოდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის შედეგები. აღნიშნული ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის დადგენილებას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება აისახოს აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით მიღებული რეკომენდაციები და მიეთითოს მათი შესრულების ვადები. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ საკითხზე მომხსენებელია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. 6. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აუდიტის ჯგუფის მეშვეობით ზედამხედველობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების აღსრულებას და საჭიროების შემთხვევაში მისი აღსრულების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს ინფორმაცია შეიძლება წარდგენილ და განხილულ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების მიზნით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტის წევრებისგან ქმნის კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ მუდმივმოქმედ აუდიტის ჯგუფს. აუდიტის ჯგუფის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კოორდინაციას უწევს პარლამენტის კომიტეტების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვას. 8. აუდიტის ჯგუფი ანგარიშვალდებულია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე. აუდიტის ჯგუფის დებულებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული აუდიტის ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშებისა და რეკომენდაციების (არსებობის შემთხვევაში) განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის წარდგენა. 10. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშებსა და რეკომენდაციებს (არსებობის შემთხვევაში) პარლამენტს წარუდგენს დაუყოვნებლივ. ამასთანავე,  წელიწადში ორჯერ – მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე და მომდევნო წლის 10 თებერვლამდე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს აგრეთვე წერილობით ინფორმაციას ამ ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე. 11. აუდიტის ჯგუფი ვალდებულია პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არანაკლებ ერთხელ წარუდგინოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თავისი საქმიანობის შესახებ მოხსენება. 12. აუდიტის ჯგუფის სხდომები საჯაროა. აუდიტის ჯგუფი ვალდებულია პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში თვეში ერთი სხდომა მაინც მოიწვიოს. 13. აუდიტის ჯგუფი შეიმუშავებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს შესაბამისი რეკომენდაციებით და მას აღნიშნულ კომიტეტს წარუდგენს. 14. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი საქმიანობის გეგმის შედგენისას ითვალისწინებს პარლამენტის კომიტეტების, დროებითი საგამოძიებო კომისიებისა და დროებითი კომისიების წინადადებებს. 15. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და დროებით საგამოძიებო კომისიას გადასცეს აუდიტის მასალები. 16. პარლამენტისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ აუდიტსა და შემოწმებას. 17. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური აუდიტი ხორციელდება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და აუდიტორული ფირმის შერჩევაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-9–მე-12 პუნქტებით დადგენილი წესი. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 25 ივნისის რეგლამენტი №1835 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 ივლ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 158შემდეგი მუხლი 160

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 2 ივლ. 2026
  • 3 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

სახელმწიფო აუდიტის… 2სახელმწიფო აუდიტის… 24მუხლი 160მუხლი 2მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 144სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ფორმირება
  • 142სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
  • 141სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 69სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 48სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში მონაცემების დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 31მოხსენებები, ანგარიშები და დასკვნა
  • 34სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაფინანსება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 41საქართველოს პარლამენტი და სახელმწოფო აუდიტის სამსახური
  • 57სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შემოწმება
  • 39სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 17ანგარიშის წარდგენა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 13კომისიის ანგარიში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17224313469415748160224144142141159
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს საბიუჯეტო …ეროვნული მარეგულირებელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026