საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 138. შეტყობინება საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამომძიებელი და პროკურორი, მას შემდეგ, რაც გამოიყენებენ საპროცესო იძულების ღონისძიებას დაკავების სახით, აგრეთვე შეასრულებენ სასამართლო ბრძანებას პირის დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, ვალდებულნი არიან არა უგვიანეს 5 საათისა, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ – არა უგვიანეს 3 საათისა, შეატყობინონ ეს მათი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთები არ არსებობენ, – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი შეატყობინონ სამუშაო ან სწავლის ადგილას. შეტყობინების ასლი ან მისი დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი საქმეს თან ერთვის.

2.ასეთივე მოვალეობა ეკისრება სასამართლოს, თუ მან აღკვეთის ღონისძიებად აირჩია დაპატიმრება ან პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის.

3.თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადებში ეს უნდა შეატყობინონ შესაბამის საელჩოს ან საკონსულოს.

4.დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს უფლება აქვს პროცესის მწარმოებელი ორგანოს მეშვეობით შეატყობინოს თავისი მდგომარეობა კრედიტორებს, სხვა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები ეკისრება. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი და პროკურორი, მას შემდეგ, რაც გამოიყენებენ საპროცესო იძულების ღონისძიებას დაკავების სახით, აგრეთვე შეასრულებენ სასამართლო ბრძანებას პირის დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, ვალდებულნი არიან არა უგვიანეს 5 საათისა, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ – არა უგვიანეს 3 საათისა, შეატყობინონ ეს მათი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთები არ არსებობენ, – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი შეატყობინონ სამუშაო ან სწავლის ადგილას. შეტყობინების ასლი ან მისი დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი საქმეს თან ერთვის. 2. ასეთივე მოვალეობა ეკისრება სასამართლოს, თუ მან აღკვეთის ღონისძიებად აირჩია დაპატიმრება ან პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის. 3. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადებში ეს უნდა შეატყობინონ შესაბამის საელჩოს ან საკონსულოს. 4. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს უფლება აქვს პროცესის მწარმოებელი ორგანოს მეშვეობით შეატყობინოს თავისი მდგომარეობა კრედიტორებს, სხვა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები ეკისრება. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    138-ე მუხლის პირველ ნაწილში შეტყობინების მოვალე სუბიექტებიდან მომკვლევი ამოღებულია, ხოლო სიტყვა „ექსპერტიზისათვის“ ფრაზაში სხვა ადგილას გადავიდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23374¹264817717428140¹⁰40¹⁶4989485442164138
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სისხლის სა…