Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 160

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 160. რეექსპორტის გამოყენება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ექსპორტის ლიცენზირებაექსპორტის კონტროლიიმპორტის ლიცენზირებატრანსსასაზღვრო გადასახადებიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებიუცხოური ინვესტიციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.რეექსპორტი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.

2.უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საბაჟო ორგანოს წარედგინება რეექსპორტის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონელი გადაადგილდება უცხო ქვეყნებს შორის ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით; ბ) საქონელი თავისუფალი ზონიდან პირდაპირ რეექსპორტირდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ; გ) დროებით შენახული საქონელი დასაწყობების ადგილიდან პირდაპირ გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

3.თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება, ეს საქონელი შეიძლება რეექსპორტს დაექვემდებაროს. ამ შემთხვევაში: ა) თუ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მთლიანი ოდენობის რეექსპორტი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი; ბ) თუ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილის რეექსპორტი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში სათანადო ცვლილება შეიტანება და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტისთვის განკუთვნილ ნაწილს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახდელის თანხა (გარდა იმ თანხისა, რომელზედაც პირს მიღებული აქვს ჩათვლა) დაბრუნებას ან მომავალ საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება; ბ) საბაჟო ორგანო დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე აძლევს უფლებას, საქონელი მოაქციოს შიდა გადამუშავების პროცედურაში (მათ შორის, განადგურების მიზნით) ან ტრანზიტის, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ზონის პროცედურაში.

5.რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

6.ამ კოდექსის 82-ე−101-ე მუხლები ვრცელდება რეექსპორტის დეკლარაციაზე. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რეექსპორტი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან. 2. უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საბაჟო ორგანოს წარედგინება რეექსპორტის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონელი გადაადგილდება უცხო ქვეყნებს შორის ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით; ბ) საქონელი თავისუფალი ზონიდან პირდაპირ რეექსპორტირდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ; გ) დროებით შენახული საქონელი დასაწყობების ადგილიდან პირდაპირ გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ. 3. თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება, ეს საქონელი შეიძლება რეექსპორტს დაექვემდებაროს. ამ შემთხვევაში: ა) თუ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მთლიანი ოდენობის რეექსპორტი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი; ბ) თუ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილის რეექსპორტი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში სათანადო ცვლილება შეიტანება და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტისთვის განკუთვნილ ნაწილს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახდელის თანხა (გარდა იმ თანხისა, რომელზედაც პირს მიღებული აქვს ჩათვლა) დაბრუნებას ან მომავალ საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება; ბ) საბაჟო ორგანო დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე აძლევს უფლებას, საქონელი მოაქციოს შიდა გადამუშავების პროცედურაში (მათ შორის, განადგურების მიზნით) ან ტრანზიტის, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ზონის პროცედურაში. 5. რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. 6. ამ კოდექსის 82-ე−101-ე მუხლები ვრცელდება რეექსპორტის დეკლარაციაზე. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 18 აპრ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 18 აპრ. 2023

    მე-3 ნაწილში რეექსპორტის შედეგები გაიყო მთლიანი და ნაწილობრივი რეექსპორტის მიხედვით, ხოლო მე-4 ნაწილს დაემატა გადახდილი იმპორტის გადასახდელის დაბრუნების ან ჩათვლის წესი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 159შემდეგი მუხლი 161

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნესის მიგრაციის მხარდაჭერა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექსპორტის კონტროლის შესაბამისობასერვისის გვერდი
  • იმპორტ-ექსპორტის რეგულაციებისერვისის გვერდი
  • იმპორტის კვოტები და სატარიფო რეგულაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 1 ცვლილება · ბოლო 18 აპრ. 2023
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 101

მიუთითებენ მასზე

მუხლი 161მუხლი 48მუხლი 81მუხლი 90

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 158ექსპორტის პროცედურის გამოყენება
  • 161რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა
  • 159ექსპორტის პროცედურის დასრულების პირობები

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 63ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის კრიტერიუმები
  • 60რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი, ტრანზიტი და ექსპორტი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 160²საქონლის იმპორტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10160²1611014881901581596360160
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…რადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026