Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებმუხლი 41

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 41. რადიოაქტიური წყაროს ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025
თემები:ექსპორტის კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ტერიტორიიდან ან მის ტერიტორიაზე რადიოაქტიური წყაროს ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი უნდა განხორციელდეს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელო წესების საფუძველზე შემუშავებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვის მარეგულირებელი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნები და პროცედურები უნდა ითვალისწინებდეს რადიოაქტიური წყაროს მიმღების თაობაზე ინფორმაციის შეფასების ვალდებულებას, რომელსაც უნდა ჰქონდეს რადიოაქტიური წყაროს მიღების ავტორიზაცია და ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

3.რადიოაქტიური წყაროს ექსპორტის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნები და პროცედურები უნდა ითვალისწინებდეს მარეგულირებელი ორგანოს ვალდებულებას, პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში, დარწმუნდეს, რომ იმპორტიორ ქვეყანას აქვს შესაბამისი ტექნიკური, ადმინისტრაციული და სხვა რესურსები, ასევე მოთხოვნილი რადიოაქტიური წყაროს მართვისას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის მარეგულირებელი სტრუქტურა.

4.I და II კატეგორიების რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის ნებართვის გაცემა უნდა განხორციელდეს იმპორტიორი ქვეყნისთვის წინასწარი შეტყობინებით და მხოლოდ მისი თანხმობის საფუძველზე.

წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 42

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ორმაგი დანიშნულების ტვირთების ექსპორტისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-10 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 60რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი, ტრანზიტი და ექსპორტი
  • 22ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვის სახეები
  • 63ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის კრიტერიუმები

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 13რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი და ტრანსპორტირება
  • 5რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები
  • 10ზოგადი მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელისადმი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 234საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი, რადიოაქტიური ნარჩენების რეექსპორტი, ან არასახიფათო ნარჩენების იმპორტი განთავსების მიზნით, ან სახიფათო ნარჩენების უკანონო ექსპორტი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 158ექსპორტის პროცედურის გამოყენება
  • 157საქონლის გატანისას განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 160რეექსპორტის გამოყენება

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 38⁴ცალკეული სახის სანებართვო საქმიანობაზე ნებართვის მოქმედების განსაკუთრებული წესი

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 3ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი  დაშვებულია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23438⁴31351015815716060226341
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…რადიოაქტიური ნარჩენები…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საბაჟო კოდ…ლიცენზიებისა და ნებართ…ნარჩენების იმპორტის, ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 დეკ. 2025