აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 20. ფინანსური დახმარების განაცხადის მომზადებისა და   წარდგენის ვადები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების მიღების საჭიროებისას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, არაუგვიანეს 15 ივნისისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ძირითად მონაცემებს, ფინანსური დახმარების მოცულობის განსასაზღვრავად.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს აცნობებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე, ხოლო ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან  რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ – არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა.

3.ავტონომიური რესპუბლიკის  ტერიტორიაზე არსებული  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა, საჭიროების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრისათვის მონაცემებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
249699101131191182926241356520
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…კონკურენციის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…სოციალური დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა