აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 26. საბიუჯეტო განაცხადის განხილვა და  რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და  რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა.

2.მხარჯავ დაწესებულებებსა და ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის შეუთანხმებელ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

3.ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენს არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.

4.ავტონომიური რესპუბლიკის დარგობრივი სამინისტროები და უწყებები რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში თანამშრომლობენ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენენ თავიანთ მოსაზრებებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9937109971049813511912028204126
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა