წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 22. მდინარის აუზის/სააუზო უბნის განსაზღვრა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მდინარის აუზი/სააუზო უბანი განისაზღვრება „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.მდინარის აუზის/სააუზო უბნის განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი წესების დაცვით: ა) ნებისმიერი ზედაპირული წყლის ობიექტი, მიწისქვეშა წყალი და სანაპირო წყლები უნდა მიეკუთვნებოდეს მდინარის კონკრეტულ აუზს ან სააუზო უბანს; ბ) შესაძლებელია მდინარის აუზი, სხვა მდინარის აუზთან ერთად, ერთ სააუზო უბნად განისაზღვროს და ამ მდინარეთა აუზების ძირითადი მდინარეების სახელწოდებებით იწოდებოდეს; გ) მდინარის აუზის ფარგლებში გავრცელებული მიწისქვეშა წყალი მიეკუთვნება აღნიშნულ აუზს; დ) თუ მიწისქვეშა წყლის მდებარეობა ზუსტად არ ემთხვევა მდინარის აუზის მდებარეობას, უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირება და ასოცირება ყველაზე ახლომდებარე ან ყველაზე შესაფერის აუზთან; ე) სანაპირო წყლების მიკუთვნება ხდება მათთან ყველაზე ახლომდებარე აუზთან.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მდინარის აუზი/სააუზო უბანი განისაზღვრება „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. მდინარის აუზის/სააუზო უბნის განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი წესების დაცვით: ა) ნებისმიერი ზედაპირული წყლის ობიექტი, მიწისქვეშა წყალი და სანაპირო წყლები უნდა მიეკუთვნებოდეს მდინარის კონკრეტულ აუზს ან სააუზო უბანს; ბ) შესაძლებელია მდინარის აუზი, სხვა მდინარის აუზთან ერთად, ერთ სააუზო უბნად განისაზღვროს და ამ მდინარეთა აუზების ძირითადი მდინარეების სახელწოდებებით იწოდებოდეს; გ) მდინარის აუზის ფარგლებში გავრცელებული მიწისქვეშა წყალი მიეკუთვნება აღნიშნულ აუზს; დ) თუ მიწისქვეშა წყლის მდებარეობა ზუსტად არ ემთხვევა მდინარის აუზის მდებარეობას, უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირება და ასოცირება ყველაზე ახლომდებარე ან ყველაზე შესაფერის აუზთან; ე) სანაპირო წყლების მიკუთვნება ხდება მათთან ყველაზე ახლომდებარე აუზთან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
582526523 (დ…1 (და…27124224252322
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საზღვაო სი…საქართველოს ზღვის, წყა…აკვაკულტურის შესახებსახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა