Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის რესურსების მართვის შესახებმუხლი 24

წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 24. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:წყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავებასა და მის საჯარო განხილვას ორგანიზებას უწევს სამინისტრო.

2.მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმით გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის ინტეგრირებული მართვის სააუზო ტერიტორიული ერთეულის მახასიათებლების ანალიზი (მათ შორის, მახასიათებლების შესწავლის შედეგებზე დაფუძნებული აღწერა, რომელიც ზედაპირული წყლებისთვის მოიცავს წყლის ობიექტების საზღვრებს, ზედაპირული წყლების ტიპოლოგიას, სარეფერენციო პირობებს, ხოლო მიწისქვეშა წყლისთვის − მიწისქვეშა წყლის მდებარეობასა და საზღვრებს); ბ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტების სტატუსზე მნიშვნელოვანი ანთროპოგენური ზეწოლისა და ზემოქმედების აღწერა (მათ შორის, წერტილოვანი წყაროებიდან დაბინძურების შეფასება, დიფუზური წყაროებიდან დაბინძურების შეფასება − მიწათსარგებლობის სქემის მოკლე აღწერის ჩათვლით), წყლის რაოდენობრივ სტატუსზე ზეწოლის შეფასება − წყალაღების შეფასების ჩათვლით, ადამიანის საქმიანობის სხვა ზემოქმედების ანალიზი წყლის სტატუსზე; გ) წყლის უარყოფითი ზემოქმედების რისკის ზონების ჩამონათვალი და რისკის მართვის პროგრამა; დ)დაცული ზონების საზღვრების ამსახველი რუკა; ე) ეკოლოგიური სტატუსის დადგენის მიზნით შემუშავებული მონიტორინგის ქსელის რუკა, რომელიც ასევე უნდა ასახავდეს იმ მონიტორინგის პროგრამების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც მოხდა სტატუსის დადგენა; ვ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტებისთვის, ასევე დაცულ ზონებზე არსებული წყლის ობიექტებისთვის დადგენილი გარემოსდაცვითი მიზნების ჩამონათვალი, იმ ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მიზნების დადგენის გამონაკლისების დაშვების შემთხვევებს და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას; ზ) წყალსარგებლობის ეკონომიკური ანალიზის მოკლე მიმოხილვა (მათ შორის, წყალმოხმარებასთან დაკავშირებული ყველაზე ხარჯეფექტიანი იმ ღონისძიებების იდენტიფიცირება, რომლებიც ღონისძიებათა პროგრამაში უნდა შევიდეს და სხვა); თ) გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის მიზნით დადგენილ ღონისძიებათა პროგრამის მიმოხილვა; ი) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში შემუშავებული იმ სხვა პროგრამებისა და მართვის გეგმების ჩამონათვალი და მოკლე აღწერა, რომელთაც გავლენა აქვთ ან შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ სააუზო ტერიტორიულ ერთეულში არსებულ წყლის ობიექტზე; კ) ინფორმაცია მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების ეტაპზე ჩატარებული საჯარო განხილვებისა და კონსულტაციების თაობაზე და მათი შედეგების გეგმაში ასახვის შესახებ; ლ) ინფორმაცია მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ორგანოსა და მისი ადგილობრივი წარმომადგენლობის თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ და საბაზისო დოკუმენტებისა და ამ დოკუმენტების გამოთხოვის პროცედურა.

3.მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის განხორციელების მოქმედებათა/ღონისძიებათა პროგრამა, რომლითაც უნდა განისაზღვროს გეგმის განხორციელების ორგანიზაციული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ასპექტები. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის ცალკეული ელემენტის შემუშავების მეთოდოლოგიები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავებასა და მის საჯარო განხილვას ორგანიზებას უწევს სამინისტრო. 2. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმით გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის ინტეგრირებული მართვის სააუზო ტერიტორიული ერთეულის მახასიათებლების ანალიზი (მათ შორის, მახასიათებლების შესწავლის შედეგებზე დაფუძნებული აღწერა, რომელიც ზედაპირული წყლებისთვის მოიცავს წყლის ობიექტების საზღვრებს, ზედაპირული წყლების ტიპოლოგიას, სარეფერენციო პირობებს, ხოლო მიწისქვეშა წყლისთვის − მიწისქვეშა წყლის მდებარეობასა და საზღვრებს); ბ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტების სტატუსზე მნიშვნელოვანი ანთროპოგენური ზეწოლისა და ზემოქმედების აღწერა (მათ შორის, წერტილოვანი წყაროებიდან დაბინძურების შეფასება, დიფუზური წყაროებიდან დაბინძურების შეფასება − მიწათსარგებლობის სქემის მოკლე აღწერის ჩათვლით), წყლის რაოდენობრივ სტატუსზე ზეწოლის შეფასება − წყალაღების შეფასების ჩათვლით, ადამიანის საქმიანობის სხვა ზემოქმედების ანალიზი წყლის სტატუსზე; გ) წყლის უარყოფითი ზემოქმედების რისკის ზონების ჩამონათვალი და რისკის მართვის პროგრამა; დ)დაცული ზონების საზღვრების ამსახველი რუკა; ე) ეკოლოგიური სტატუსის დადგენის მიზნით შემუშავებული მონიტორინგის ქსელის რუკა, რომელიც ასევე უნდა ასახავდეს იმ მონიტორინგის პროგრამების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც მოხდა სტატუსის დადგენა; ვ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტებისთვის, ასევე დაცულ ზონებზე არსებული წყლის ობიექტებისთვის დადგენილი გარემოსდაცვითი მიზნების ჩამონათვალი, იმ ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მიზნების დადგენის გამონაკლისების დაშვების შემთხვევებს და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას; ზ) წყალსარგებლობის ეკონომიკური ანალიზის მოკლე მიმოხილვა (მათ შორის, წყალმოხმარებასთან დაკავშირებული ყველაზე ხარჯეფექტიანი იმ ღონისძიებების იდენტიფიცირება, რომლებიც ღონისძიებათა პროგრამაში უნდა შევიდეს და სხვა); თ) გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის მიზნით დადგენილ ღონისძიებათა პროგრამის მიმოხილვა; ი) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში შემუშავებული იმ სხვა პროგრამებისა და მართვის გეგმების ჩამონათვალი და მოკლე აღწერა, რომელთაც გავლენა აქვთ ან შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ სააუზო ტერიტორიულ ერთეულში არსებულ წყლის ობიექტზე; კ) ინფორმაცია მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების ეტაპზე ჩატარებული საჯარო განხილვებისა და კონსულტაციების თაობაზე და მათი შედეგების გეგმაში ასახვის შესახებ; ლ) ინფორმაცია მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ორგანოსა და მისი ადგილობრივი წარმომადგენლობის თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ და საბაზისო დოკუმენტებისა და ამ დოკუმენტების გამოთხოვის პროცედურა. 3. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის განხორციელების მოქმედებათა/ღონისძიებათა პროგრამა, რომლითაც უნდა განისაზღვროს გეგმის განხორციელების ორგანიზაციული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ასპექტები. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის ცალკეული ელემენტის შემუშავების მეთოდოლოგიები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 25

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • წყლის უფლებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №5

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 25საზოგადოების მონაწილეობა მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში
  • 23წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის მექანიზმი
  • 22მდინარის აუზის/სააუზო უბნის განსაზღვრა

წყლის შესახებ

  • 75წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვის ამოცანები
  • 14წყლის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 34საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
  • 23საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლის უზრუნველყოფა

აკვაკულტურის შესახებ

  • 14გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 15დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 39 (დანართი 1)მიწისქვეშა წყლების დაცვა და ნაგავსაყრელის სტრუქტურა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 15გარემოს დაცვის დაგეგმვა
  • 13სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3423151513751439 (დ…1425232224
მნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…წყლის შესახებსაზოგადოებრივი ჯანმრთე…აკვაკულტურის შესახებდაცული ტერიტორიების სი…ნაგავსაყრელის მოწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026