სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1 (დანართი 2). საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმი (შემდგომში - სასაზღვრო რეჟიმი) მოიცავს: ა) ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების მოწყობის, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემებით სარგებლობისა და ცურვის წესებს; ბ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელების წესებს.

2.ეს წესები ვრცელდება: ა)  საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში, გარდა საქართველოს ნავსადგურების აკვატორიის ტერიტორიისა, მცურავ (მყოფ) ზომამცირე გემებზე, განურჩევლად გემის დროშის სახელმწიფოსა და კუთვნილების ფორმისა; ბ)  ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან, ცურავენ ან ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში, აგრეთვე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების მფლობელებზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 დეკ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
161921114²1902629196 (და…23 (დ…10 (დ…31 (დანართი 2)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საზღვაო სი…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა