Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის რესურსების მართვის შესახებმუხლი 25

წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 25. საზოგადოების მონაწილეობა მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესი საჯაროა. საზოგადოებას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესში.

2.მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავების შემდეგ, გეგმის პროექტს განიხილავს ტერიტორიული პრინციპით შექმნილი სააუზო მართვის შესაბამისი საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“ და „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე“საქართველოს მთავრობის დადგენილებებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

3.სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოები წარმოადგენენ სამინისტროსთან არსებულ სათათბირო ორგანოებს, რომელთა მიზანია, შესაბამისი სააუზო უბნის ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიზნით სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სუბიექტების თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

4.სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამინისტროსა და ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სხვა კომპეტენტური ორგანოების (მათი ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით) თანამშრომლები, შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, აგრეთვე შესაბამისი მდინარის სააუზო უბნის ტერიტორიაზე ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების (წყალმომარაგების საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები, ჰიდროენერგოგენერაციის კომპანიები და ა.შ.) წარმომადგენლები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ წყლის რესურსების მდგომარეობაზე, მსხვილი წყალმომხმარებლები, წყალმომხმარებელთა ასოციაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

5.სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.

6.სამინისტრო უზრუნველყოფს მდინარის აუზთან/სააუზო უბანთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნებას, მოსაზრებების მიღების მიზნით მისი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას.

7.სამინისტრო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია: ა.ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შექმნისთვის, განახლებისთვის საჭირო განრიგი და სამუშაო პროგრამა იმ საკითხებზე მითითებით, რომლებზედაც გაიმართება საჯარო განხილვა; ა.ბ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვის წესი და მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტი; ბ) უზრუნველყოს: ბ.ა) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავებისას გამოყენებული ძირითადი დოკუმენტებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (მოთხოვნის საფუძველზე); ბ.ბ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვის მოწყობა.

8.მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს მიერ განხილვის შემდეგ, სამინისტრო უზრუნველყოფს გეგმის პროექტისთვის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარებას, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის III თავის (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება) შესაბამისად.

9.ამ მუხლის მოთხოვნები ასევე ვრცელდება მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის განახლებულ გეგმაზედაც. განახლებული გეგმა აგრეთვე უნდა მოიცავდეს იმ ღონისძიებების მოკლე მიმოხილვას, რომლებიც განსაზღვრული იყო წინა გეგმით, თუმცა არ განხორციელებულა, ასევე ცვლილებებისა და დამატებების მოკლე აღწერას, პროგრესის შეფასებას გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით, მათ შორის, მონიტორინგის შედეგებს წინა გეგმის პერიოდისთვის (რუკის სახით) და იმ შემთხვევების ახსნა-განმარტებას, როცა გეგმით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდა.

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №4

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 24მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავება
  • 23წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის მექანიზმი
  • 22მდინარის აუზის/სააუზო უბნის განსაზღვრა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 23საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლის უზრუნველყოფა
  • 34საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

  • 13საკოორდინაციო საბჭო

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 30საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით
  • 31საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 24საჯარო კონსულტაცია და თანამშრომლობა

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 26სამინისტროს კომპეტენცია ირიგაციის სფეროში

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 30საზოგადოების მონაწილეობის უფლება

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 58¹თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
233458¹303031262462423221325
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…ეროვნული სივრცითი მონა…საქართველოს სივრცის და…ენერგეტიკისა და წყალმო…წყალმომხმარებელთა ორგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026