თავდაცვის კოდექსი

მუხლი 63. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული: ა) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის ინიციატორია სამინისტრო; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით განისაზღვრება: ბ.ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კონკრეტული ვადები; ბ.ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობა, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე; ბ.გ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები; ბ.დ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პრიორიტეტები, წესი და პირობები.

3.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება ხდება: ა) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით; ბ) ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით.

4.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გამოძახება ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული: ა) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის ინიციატორია  სამინისტრო; სამინისტრო; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით განისაზღვრება: ბ.ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კონკრეტული ვადები; ბ.ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობა, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე; ბ.გ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები; ბ.დ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პრიორიტეტები, წესი და პირობები. 3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება ხდება: ა) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით; ბ) ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით. 4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გამოძახება ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰³21¹⁰²196¹71723²30¹1817918667646214563
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს დაზვერვის …საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს მოქალაქეებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა