Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებმუხლი 23²

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

მუხლი 23². წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.2025 წლის 1 იანვრამდე: ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახით; ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს ანიჭებს რიგითის სამხედრო წოდებას; გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გასავლელად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისას  პირს ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და იგი ინიშნება უმცროსი წოდების შესაბამის თანამდებობაზე; დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლა შესაძლებელია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის სახით. პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში ირიცხება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ვადით; ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩასარიცხი პირის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი დგინდება „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; ვ) პირი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას.

2.თუ პირი 2025 წლის 1 იანვრამდე ჩაირიცხა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გასავლელად: ა) მას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლება, რის შემდეგაც იგი საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით, რომელსაც მას ანიჭებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; ბ) მის მიერ თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნება მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. ეს პირი საერთო წესით დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. მას ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) მას შეიძლება მიენიჭოს საშუალო სპეციალური წოდება, თუ იგი საკონტრაქტო მოსამსახურეა; დ) მასზე ვრცელდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოქმედება.

3.წვევამდელი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვისას დებს სამხედრო ფიცსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.

4.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისას. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. 2025 წლის 1 იანვრამდე: ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახით; ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს ანიჭებს რიგითის სამხედრო წოდებას; გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გასავლელად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისას  პირს ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და იგი ინიშნება უმცროსი წოდების შესაბამის თანამდებობაზე; დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლა შესაძლებელია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის სახით. პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში ირიცხება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ვადით; ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩასარიცხი პირის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი დგინდება „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; ვ) პირი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას. 2. თუ პირი 2025 წლის 1 იანვრამდე ჩაირიცხა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გასავლელად: ა) მას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლება, რის შემდეგაც იგი საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით, რომელსაც მას ანიჭებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; ბ) მის მიერ თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნება მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. ეს პირი საერთო წესით დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. მას ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) მას შეიძლება მიენიჭოს საშუალო სპეციალური წოდება, თუ იგი საკონტრაქტო მოსამსახურეა; დ) მასზე ვრცელდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოქმედება. 3. წვევამდელი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვისას დებს სამხედრო ფიცსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს. 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისას. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2024 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 29 დეკ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 23¹შემდეგი მუხლი 24

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №31

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 ოქტ. 2023
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 10⁵სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირველადი საოფიცრე და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსები
  • 22სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ჩარიცხვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვში

თავდაცვის კოდექსი

  • 178სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში
  • 72წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პირობები
  • 62წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის ასაკი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰³წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენა

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 7განცხადება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ
  • 17არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა ან სამსახურის ვადამდე შეწყვეტა

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 18საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გასვლა

სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

  • 5⁵საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰³5⁵71710⁵2230¹18178726214523²
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს დაზვერვის …პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო დაცვის სპეც…არასამხედრო ალტერნატიუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026