Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 145

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 145. სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მომსახურების ვალდებულებებიპერსონალის უფლებებისამხედრო ტრიბუნალებითავდაცვის შესყიდვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ამ მუხლით განისაზღვრება სამსახურში 2025 წლის 1 იანვრამდე მიღებულ სამხედრო მოსამსახურეთა – წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი. საკითხი, რომელიც არ არის დარეგულირებული ამ მუხლით, წესრიგდება თავდაცვის კოდექსით, აგრეთვე ამ კოდექსისა და თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული/გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

2.სამხედრო მოსამსახურეები ამ კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფენ პენიტენციური დაწესებულების დაცვას. ამ ფუნქციის შესრულების ორგანიზებასა და ზედამხედველობას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული.

3.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. სამხედრო მოსამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.

4.სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი. მათი გამოყენების წესი განისაზღვრება ამ კოდექსის 62-ე–64-ე მუხლებითა და სხვა ნორმატიული აქტებით, მათ შორის, მინისტრის ბრძანებით.

5.სამსახური ვალდებულია სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოს კვებით ან კვების ნაცვლად მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული კომპენსაციის თანხით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სანივთე ქონებით, სამედიცინო მომსახურებით, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით.

6.სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა სამხედრო წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგო. მისი ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

7.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების, დაჭრის, დასახიჩრების ან მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს მიეცემა თავდაცვის კოდექსის 149-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება, ხოლო მისი დაღუპვის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრს მიეცემა თავდაცვის კოდექსის 149-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება.

8.სამსახურის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირის მიერ სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

9.სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

წინა მუხლი 144შემდეგი მუხლი 146

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გაწვევის გადავადება და გათავისუფლებასერვისის გვერდი
  • დაცვა სამხედრო სასამართლოში (ტრიბუნალში)სერვისის გვერდი
  • სამხედრო გაწვევა და სავალდებულო სამსახურისერვისის გვერდი
  • სამხედრო სავალდებულო სამსახური და გაწვევასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

თავდაცვის კოდექსი 149თავდაცვის კოდექსი 61მუხლი 61მუხლი 64

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

თავდაცვის კოდექსი

  • 178სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში
  • 72წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პირობები
  • 30სამხედრო მოსამსახურის სტატუსი

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 31სამხედრო სამსახური
  • 32სამხედრო სამსახურის ვადები
  • 21მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23²წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

  • 25სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის სოციალური დაცვა

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 18საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გასვლა

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

  • 11სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 27სამსახურის გავლის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31322123²1130¹18251496117872306164145
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისაქართველოს დაზვერვის …სამხედრო ვალდებულებისა…სახელმწიფო დაცვის სპეც…თავდაცვის ძალების რეზე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026