საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹⁰³. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენა

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირმა, რომელზედაც ვრცელდება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული წესები, აგრეთვე პირმა, რომელზედაც ვრცელდება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შეიძლება წარუდგინოს შესაბამისი სარჩელი პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილების, პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების, პირის მიმართ თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილების, პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების (ბრძანების) ან/და პირის მიმართ „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული სხვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად აღიარების მოთხოვნით.

2.პირმა, რომელზედაც ვრცელდება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული წესები, აგრეთვე პირმა, რომელზედაც ვრცელდება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შეიძლება წარუდგინოს შესაბამისი სარჩელი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების/გამოცემის მოთხოვნით.

3.სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება შესაბამისი გადაწყვეტილების პირისთვის ოფიციალურად გაცნობიდან ან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე/გამოცემაზე უარის თქმიდან/მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

4.სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის ადგილსამყოფლის მიხედვით. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირმა, რომელზედაც ვრცელდება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული წესები, აგრეთვე პირმა, რომელზედაც ვრცელდება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შეიძლება წარუდგინოს შესაბამისი სარჩელი პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილების, პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების, პირის მიმართ თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილების, პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების (ბრძანების) ან/და პირის მიმართ „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული სხვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად აღიარების მოთხოვნით. 2. პირმა, რომელზედაც ვრცელდება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული წესები, აგრეთვე პირმა, რომელზედაც ვრცელდება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შეიძლება წარუდგინოს შესაბამისი სარჩელი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების/გამოცემის მოთხოვნით. 3. სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება შესაბამისი გადაწყვეტილების პირისთვის ოფიციალურად გაცნობიდან ან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე/გამოცემაზე უარის თქმიდან/მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 4. სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის ადგილსამყოფლის მიხედვით. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №96 · ძალაშია 19 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 19 დეკ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰²11⁵177323²20430¹75656714521¹⁰³
მნიშვნელობით ახლოსარასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს ადმინისტრა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს დაზვერვის …სახელმწიფო დაცვის სპეც…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა