ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

მუხლი 28. დონორებისა და ქსოვილების საიდენტიფიკაციო სისტემა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დონორმა კლინიკამ/ქსოვილის ბანკმა, რომელიც საქმიანობას ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს, უნდა დანერგოს დონორებისა და ქსოვილების საიდენტიფიკაციო სისტემა, რომელიც თითოეულ დონაციასა და მასთან დაკავშირებულ თითოეულ პროდუქტს უნიკალურ კოდს მიანიჭებს.

2.დონორმა კლინიკამ/ქსოვილის ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული ქსოვილი იდენტიფიცირებული იყოს ეტიკეტით. ქსოვილის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს მისი უნიკალური კოდი და აღნიშნული დაწესებულების დასახელება ან კოდი (ასეთი კოდის არსებობისას − ქსოვილის ბანკის შემთხვევაში). კოდირების სისტემასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით.

3.დონორ კლინიკაში/ქსოვილის ბანკში უნდა ინახებოდეს დოკუმენტაცია დონორის, ქსოვილის მოპოვებისა და აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების მიერ მის მიღებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის შესახებ, აგრეთვე ქსოვილის დამუშავების, შენახვისა და განაწილების პროცედურების თაობაზე. ეს დოკუმენტაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნებს.

4.ქსოვილი დონორის ტესტირებასა და ქსოვილის დონაციისთვის მისი შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შენახული უნდა იქნეს კარანტინის საშუალებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46⁹1262 (და…26241727262329341428
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის სისხლისა და …ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა