ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 14. დონორისა და რეციპიენტის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილისანდრო სარუხანიშვილისალომე ოსეფაშვილი

1.დონორისა და რეციპიენტის პერსონალური მონაცემები განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს მიეკუთვნება და კონფიდენციალურია. ეს მონაცემები უნდა დამუშავდეს ამ კანონის მიზნებისთვის, პროფესიულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული წესების, ამ კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული მონაცემების დამუშავების საფუძვლები განისაზღვრება ამ კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2.აკრძალულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების უნებართვო შეცვლა, წაშლა ან რაიმე ფორმით გამჟღავნება.

3.დონორთა ეროვნული რეესტრის, ცოცხალი დონორების რეესტრის, რეციპიენტთა რეესტრის, მომლოდინეთა ეროვნული სიისა და გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის წარმოებისას და მართვისას შესაბამისი პერსონალური მონაცემები მუშავდება და მათი დამუშავების უფლების მქონე პირის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და აღნიშნული რეესტრების/სიის/ცენტრის წარმოებისა და მართვის მომწესრიგებელი სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

4.გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის საშუალებით უზრუნველყოფილია მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრირებული თითოეული პირისთვის (პაციენტისთვის), ცოცხალი დონორისთვის, გარდაცვლილი დონორისა და რეციპიენტისთვის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდების მინიჭება.

5.გარდაცვლილი დონორის პერსონალური მონაცემები არ უნდა მიეწოდოს რეციპიენტს, ხოლო რეციპიენტის პერსონალური მონაცემები − გარდაცვლილი დონორის ოჯახს.

6.აკრძალულია დონორისა და რეციპიენტის წერილობითი თანხმობის გარეშე დონორის ან რეციპიენტის პერსონალური მონაცემების სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სტატისტიკური მიზნებისთვის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამჟღავნება და გამოყენება ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მისი ვინაობის დადგენა.

7.რეციპიენტის მკურნალი ექიმისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, თუ ეს დასაბუთებულია სამედიცინო საჭიროებით. თავი III. ცოცხალი დონორის ორგანოს დონაცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18¹43202437121327391657614
მნიშვნელობით ახლოსადამიანის ქსოვილებისა …სამართალდაცვით სფეროში…საერთაშორისო დაცვის შე…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს სამოქალაქო…ადამიანის სისხლისა და …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა