ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

მუხლი 23. ხარისხის სისტემა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია დანერგოს ხარისხის სისტემა ყველა საქმიანობისთვის, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვს და რომლებიც მოიცავს სულ მცირე შიდა აუდიტს, ოპერაციულ პროტოკოლებს, სახელმძღვანელო მითითებებს, სასწავლო და რეფერენტულ სახელმძღვანელოებს, შეტყობინების ფორმებს, ანგარიშებს, დონორების ჩანაწერებსა და ქსოვილების საბოლოო დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაციას. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ქსოვილის ბანკის მიერ ხარისხის სისტემის დანერგვის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა ზომა.

2.ყველა სადონაციო ქსოვილის მოპოვება, დამუშავება, პრეზერვაცია, შენახვა და განაწილება უნდა განხორციელდეს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული იმ პროცედურების თანახმად, რომლებიც ხარისხის მართვის სისტემის ნაწილია და შეესაბამება სათანადო პროფესიულ სტანდარტებსა და კარგი პრაქტიკის პრინციპებს (მათ შორის, ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს სამკურნალო საშუალებებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის ევროპული დირექტორატის მიერ ერთობლივად შემუშავებულ სახელმძღვანელო მითითებებს).

3.ქსოვილის ბანკი/შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია თავის საქმიანობასა და ორგანიზაციაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს ქსოვილების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე, უმოკლეს ვადაში, ასეთი ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, შეატყობინოს კომპეტენტურ უწყებას.

4.ქსოვილების ხარისხისა და უსაფრთხოების სათანადო სტანდარტები და ტექნიკური მოთხოვნები (მათ შორის, ქსოვილების დამუშავებასა და შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნები) განისაზღვრება ამ კანონითა და მინისტრის ბრძანებით (ბრძანებებით).

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1156019311915244128273228353623
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის სისხლისა და …ადამიანის ორგანოთა გად…მეზღვაურთა განათლებისა…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა