ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 25. შეტყობინება სავარაუდო გარდაუვალი სიკვდილის (თავის ტვინის სიკვდილის) შესახებ

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დონორი კლინიკის ინტენსიური თერაპიის/კრიტიკული მოვლის მომსახურების მიწოდებისთვის პასუხისმგებელი პერსონალი მზად უნდა იყოს ორგანოს შესაძლო დონაციისთვის და ყოველი სავარაუდო გარდაუვალი სიკვდილის (თავის ტვინის სიკვდილის) შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დონორ-კოორდინატორს დონაციის საკითხის დროულად განსახილველად.

2.დონორ-კოორდინატორს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეტყობინება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი ფორმით, წერილობით უნდა მიეწოდოს.

3.დონორ-კოორდინატორმა სავარაუდო გარდაუვალი სიკვდილის (თავის ტვინის სიკვდილის) შესახებ მიღებული თითოეული შეტყობინებისა და შესაბამისი პროცესის მიმდინარეობის/შედეგების თაობაზე ამ კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი ფორმით, წერილობით უნდა აცნობოს კომპეტენტურ უწყებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
316³316²457311 (დ…2418151627262425
მნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის სისხლისა და …სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საყოველთაო ჯანდაცვაზე …ადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა