სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭო ახორციელებს ყველა მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გაცემის კონტროლს, იღებს გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის გაცემის შესახებ იმ მიწიდან, რომელიც არ შედის კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მიწათსარგებლობის შემადგენლობაში. კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საცხოვრებელი. აგრეთვე სხვა, შენობების და ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის გასაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 111. სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწების სარგებლობისათვის გაცემა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

