Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებმუხლი 112

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მუხლი 112. სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობის წესი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 21 დეკ. 1987

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

შემდგომი განვითარებისათვის პერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობა წარმოებს ამ დასახლებული პუნქტის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტების შესაბამისად. შემდგომი განვითარებისათვის არაპერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობა წარმოებს შიდა სამეურნეო მიწათმოწყობის პროექტების შესაბამისად. სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები და სასოფლო-სამეურნეო სხვა საწარმოები მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს იყენებენ საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობების ასაშენებლად და აგრეთვე საკარმიდამო მიწათსარგებლობისათვის სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების, სსრ კავშირის სხვა კანონმდებლობის, ამ კოდექსის 59-ე-62-ე, 64-ე-65-ე, 70-ე-83-ე მუხლებისა და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მიწებზე საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობების განლაგება წარმოებს სასოფლო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით. თ ა ვ ი XXI საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივების, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გაცემა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
შემდგომი განვითარებისათვის პერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობა წარმოებს ამ დასახლებული პუნქტის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტების შესაბამისად. შემდგომი განვითარებისათვის არაპერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობა წარმოებს შიდა სამეურნეო მიწათმოწყობის პროექტების შესაბამისად. სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები და სასოფლო-სამეურნეო სხვა საწარმოები მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს იყენებენ საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობების ასაშენებლად და აგრეთვე საკარმიდამო მიწათსარგებლობისათვის სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების, სსრ კავშირის სხვა კანონმდებლობის, ამ კოდექსის 59-ე-62-ე, 64-ე-65-ე, 70-ე-83-ე მუხლებისა და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მიწებზე საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობების განლაგება წარმოებს სასოფლო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით. თ ა ვ ი XXI საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივების, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გაცემა მუხლი 113. საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივების, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გაცემა საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს, აგრეთვე მოქალაქეებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთები ეძლევათ დასახლებული პუნქტების მიწებიდან. ქალაქის მწვანე ზონის გარეთ მდებარე სახელმწიფო სატყეო ფონდის და სახელმწიფო მარაგის მიწებიდან, იმ პირობითა და იმ წესით, რომელიც დადგენილია სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით. საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს და აგრეთვე მოქალაქეებს მიწის ნაკვეთებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის ეძლევათ უვადო სარგებლობაში. მუხლი 114. საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მიზნით მისაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის მისაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა განისაზღვრება სათანადო წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს მიწის ნაკვეთებს აძლევენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ნორმების ფარგლებში. ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთებს გასცემენ სახლის მოცულობის და ადგილობრივი პირობების მიხედვით, შემდეგი ნორმების ფარგლებში: ქალაქად – 0,03-დან 0.06 ჰექტარამდე, ქალაქგარეთ – 0,07-დან 0,12 ჰექტარამდე. ცალკეულ ქალაქებში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების მიცემა, შეიძლება შეზღუდოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ. კ ა რ ი IV მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალების და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ივნ. 1981 – 31 დეკ. 1987 ტექსტი უცნობია

  2. 30 ივლ. 1971 – 31 ივლ. 1978 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 111შემდეგი მუხლი 113

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 21 დეკ. 1987 · №6

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 83

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 102ქალაქის ფარგლებში კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა
  • 52სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების გაცემა სარგებლობისათვის
  • 111სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწების სარგებლობისათვის გაცემა

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 6საქართველოს მიწის ფონდი

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 11³სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

  • 8სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრება
  • 6სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება

წიაღის შესახებ

  • 39სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ფართობის განაშენიანების წესი

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 10 (დანართი 1)სასოფლო-სამოსახლო ზონა (შზ-1)
  • 24 (დანართი 1)სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

  • 3ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 67განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მდებარე მიწის ნაკვეთი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³3396710 (დ…24 (დ…6868310252111112
მითითებამნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…მიწის მიზნობრივი დანიშ…საჯარო რეესტრის შესახე…სასოფლო-სამეურნეო დანი…წიაღის შესახებტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 21 დეკ. 1987 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026