კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მუხლი 38. მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 21 დეკ. 1987

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მოქალაქეთა უფლება ისარგებლონ მათთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთით შეწყდება შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ იმ შემთხვევებში, თუ:

1)ისინი ნებაყოფლობით განაცხადებენ უარს მიწის ნაკვეთით სარგებლობაზე;

2)გავიდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა;

3)კომლის ან ოჯახის ყველა წევრი გადავიდა სხვა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, ამ კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

4)შეწყდა შრომითი ურთიერთობა, რომლის გამო გამოყოფილი იყო სასამსახურო მიწის ნაკვეთი, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

5)გარდაიცვალა კომლის ან ოჯახის ყველა წევრი;

6)წარმოიშვა მიწის ნაკვეთის გამოყოფის აუცილებლობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება შეიძლება შეწყდეს მოქალაქის მიერ ამ კოდექსის 151-ე, 154-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედობის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე მიწის ნაკვეთის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გამოუყენებლობის გამო ან მისი არა იმ მიზნით გამოყენებისათვის, რისთვისაც იგი იქნა გამოყოფილი. მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ მიწა გამოყენებულია არაშრომითი შემოსავლის მისაღებად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №1403 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.220

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
მოქალაქეთა უფლება ისარგებლონ მათთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთით შეწყდება შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ იმ შემთხვევებში, თუ: 1) ისინი ნებაყოფლობით განაცხადებენ უარს მიწის ნაკვეთით სარგებლობაზე; 2) გავიდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა; 3) კომლის ან ოჯახის ყველა წევრი გადავიდა სხვა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, ამ კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; 4) შეწყდა შრომითი ურთიერთობა, რომლის გამო გამოყოფილი იყო სასამსახურო მიწის ნაკვეთი, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; 5) გარდაიცვალა კომლის ან ოჯახის ყველა წევრი; 6) წარმოიშვა მიწის ნაკვეთის გამოყოფის აუცილებლობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება შეიძლება შეწყდეს მოქალაქის მიერ ამ კოდექსის 151-ე, 154-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედობის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე მიწის ნაკვეთის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გამოუყენებლობის გამო ან მისი არა იმ მიზნით გამოყენებისათვის, რისთვისაც იგი იქნა გამოყოფილი. მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ მიწა გამოყენებულია არაშრომითი შემოსავლის მისაღებად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №1403 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.220

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 სექ. 1987-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²³1918214611460438103273915482363738
მითითებამნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…საქართველოს კონსტიტუცი…ცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს სივრცის და…საქართველოს სამოქალაქო…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა