კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მუხლი 36. საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 21 დეკ. 1987

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მიწათსარგებლობის უფლება მათთვის გამოყოფილ მიწაზე შეწყდება შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევებში, თუ:

1)განვლო მიწის ნაკვეთით სარგებლობის საჭიროებამ;

2)გავიდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა;

3)მოხდა საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ლიკვიდაცია;

4)წარმოიშვა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის აუცილებლობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის;

5)გამოყოფილი მიწის ნაკვეთი აუთვისებელია ზედიზედ ორი წლის განმავლობაში;

6)მოხდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის რეორგანიზაცია ან მათი საწარმოო პროფილის შეცვლა, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის ოდენობის შემცირებას;

7)სანიტარულ-ჰიგიენური მიზეზებით აუცილებელია საწარმოს გადატანა საცხოვრებელი რაიონის ფარგლებს გარეთ;

8)მიწის ნაკვეთს გადასცემენ სხვა მიწათმოსარგებლეს სათანადო სახელმწიფო ორგანოს ნებართვის გარეშე. მიწათსარგებლობის უფლება შეწყდება აგრეთვე იმ შემთხვევებში, თუ მიწის ნაკვეთი გამოყენებულია არა იმ მიზნით, რისთვისაც იყო გაცემული, ან თუ მიწა გამოყენებულია უყაირათოდ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მიწათსარგებლობის უფლება მათთვის გამოყოფილ მიწაზე შეწყდება შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევებში, თუ: 1) განვლო მიწის ნაკვეთით სარგებლობის საჭიროებამ; 2) გავიდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა; 3) მოხდა საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ლიკვიდაცია; 4) წარმოიშვა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის აუცილებლობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის; 5) გამოყოფილი მიწის ნაკვეთი აუთვისებელია ზედიზედ ორი წლის განმავლობაში; 6) მოხდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის რეორგანიზაცია ან მათი საწარმოო პროფილის შეცვლა, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის ოდენობის შემცირებას; 7) სანიტარულ-ჰიგიენური მიზეზებით აუცილებელია საწარმოს გადატანა საცხოვრებელი რაიონის ფარგლებს გარეთ; 8) მიწის ნაკვეთს გადასცემენ სხვა მიწათმოსარგებლეს სათანადო სახელმწიფო ორგანოს ნებართვის გარეშე. მიწათსარგებლობის უფლება შეწყდება აგრეთვე იმ შემთხვევებში, თუ მიწის ნაკვეთი გამოყენებულია არა იმ მიზნით, რისთვისაც იყო გაცემული, ან თუ მიწა გამოყენებულია უყაირათოდ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3541923343458 (და…103537384236
მითითებამნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…ცხოველთა სამყაროს შესა…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სამოქალაქო…აუცილებელი საზოგადოებრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა