კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მუხლი 82. საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობა სოფლად საცხოვრებელ ნაგებობაზე საკუთრების უფლების გადასვლისას

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 21 დეკ. 1987

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სოფლად მდებარე საცხოვრებელ ნაგებობებზე საკუთრების უფლების გადასვლა არ იწვევს სარგებლობის უფლების გადასვლას საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე წინანდელი ოდენობით. საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიცემა იმ პირისათვის, რომელზედაც გადავიდა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ნაგებობაზე, ხდება საერთო საფუძველზე ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების მემკვიდრეობით გადასვლის შემთხვევებში მემკვიდრეებს, თუ მათ არა აქვთ დადგენილი წესით საკარმიდამო ნაკვეთის მიღების უფლება, აგრეთვე ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დაბებში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც სოფელ ადგილას სეზონურად ან დროებით საცხოვრებლად შეიძენენ საცხოვრებელ სახლს ან რომლებსაც ამ ადგილის პირადი საკუთრების უფლებით გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, რომლის გამოყენება სურთ აღნიშნული მიზნებისათვის, სარგებლობისათვის ეძლევათ მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის შესანახად და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის სსრ კავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ოდენობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №1403 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.220

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 სექ. 1987-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1915131460138523118863876757082
მითითებამნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…საქართველოს სამოქალაქო…სასოფლო-სამეურნეო დანი…მიწის მიზნობრივი დანიშ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა