საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთელი მიწა წარმოადგენს ერთიან სახელმწიფო მიწის ფონდს, რომელსაც მიწის ძირითადი მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად მიეკუთვნება:
1)სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებიც სარგებლობისათვის მიცემული აქვთ კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებსა და სხვა მიწათმოსარგებლეებს სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის;
2)დასახლებული პუნქტების (ქალაქების, ქალაქის ტიპის დაბებისა და სასოფლო დასახლებული პუნქტების) მიწები;
3)მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები;
4)სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწები;
5)სახელმწიფო წყლის ფონდის მიწები;
6)სახელმწიფო მარაგის მიწები.

