Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 200

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 200. ცნებების მნიშვნელობა ამ კარის მიზნებისათვის

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:მიწის ნაკვეთის შეფასებაუძრავი ქონების საფუძველზე ბინადრობა (D5)ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityსაცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასებასამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებაუძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹5678

1.ქონება – დასაბეგრი ქონება და მიწა.

2.მიწა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწები.

3.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა: ა) სახნავი (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული); ბ) სათიბი; გ) საძოვარი; დ) საკარმიდამო.

4.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – მიწა, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

4¹.(ამოღებულია – 28.12.2012, №189).

5.ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა: ა) არასასოფლო-სამეურნეო სავარგული, რომელიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) სასოფლო-სამეურნეო სავარგულად. ასეთ მიწებს განეკუთვნება: ა.ა) ყამირი მიწები; ა.ბ) მელიორაციის (სარწყავი და დაშრობის) საშუალებით ასათვისებელი მიწები; ა.გ) გაკაფვა-ამოძირკვის საშუალებით ასათვისებელი, ბუჩქნარით დაკავებული მიწები; ა.დ) დატერასების საშუალებით ასათვისებელი ფერდობები; ა.ე) წიაღისეულის მოპოვებისა და მშენებლობის დროს დარღვეული სარეკულტივაციო მიწები აგრობიოლოგიური პროდუქტიულობის აღდგენით; ბ) დაბალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომლებიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) მაღალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) მიწების სავარგულად, დაჭაობებული და დამლაშებული მიწები.

6.დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელი – ადგილი, სადაც უძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს, ხოლო მოძრავი ქონება რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ არ არსებობს მოძრავი ქონების რეგისტრაციის ადგილი, დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფლად ითვლება ადგილი, სადაც მოძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს.

7.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა – სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა.

8.სამელიორაციო ინფრასტრუქტურა − სარწყავი, დამშრობი და ორმხრივი რეგულირების სისტემები, წყალსაცავები, სატუმბავი სადგურები, დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობები. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3968-სსმI, №74, 24.12.2010წ., მუხ.449 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5382 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი № 4854 - ვებგვერდი, 02.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №167 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2019 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 ივლ. 2020
  2. 2 ივლ. 2019

    200-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში სახნავის აღწერა შეიცვალა ტერმინით „მრავალწლოვანი“ და საბაღე-საბოსტნის დაზუსტება ამოღებულია, ხოლო სათიბი და საძოვარი ახლა ბუნებრივი და გაკულტურებულის მითითების გარეშეა ჩამოყალიბებული.

  3. 17 ივნ. 2016
  4. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014
  5. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012

    200-ე მუხლის 4¹ ნაწილიდან ამოღებულია ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწების განმარტება.

  6. 29 მაი. 2012

    200-ე მუხლში ტყის მიწის განმარტება (საქართველოს ტყის ფონდის მიწა) შეიცვალა ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების განმარტებით.

  7. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    მე-3 პუნქტში სასოფლო-სამეურნეო მიწის ჩამონათვალი ოთხ კატეგორიამდე (სახნავი, სათიბები, საძოვრები, საკარმიდამო) შეიკვეცა და დანარჩენი ქვეპუნქტები ამოიღო; 4¹ პუნქტში ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების ნაცვლად დაწესდა ტყის ფონდის მიწის განმარტება.

  8. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2010

    მე-2 პუნქტში მიწის ცნება გაფართოვდა ტყის მიწებით, ხოლო ახალი მე-4¹ პუნქტი განმარტავს ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 199შემდეგი მუხლი 201

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სადაზღვევო მიზნებისთვის უძრავი ქონების შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სარეკრეაციო და სატყეო მიწის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საცხოვრებელი სახლის და კოტეჯის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 8 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 16 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 6საქართველოს მიწის ფონდი
  • 8სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიები და მათი ცვლილება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

  • 3ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 4სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრება

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 47მიწა და ბუნებრივი რესურსები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 2ტერმინთა განმარტებანი

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 107მუნიციპალიტეტისთვის ამ კანონით მიკუთვნებული ქონება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
122347210736834200
მნიშვნელობით ახლოსმიწის მიზნობრივი დანიშ…სახელმწიფო საკუთრებაში…სახელმწიფო საკუთრებაში…სასოფლო-სამეურნეო დანი…უძრავ ნივთებზე უფლებათ…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026