კოლმეურნეობისათვის მიმაგრებული მიწების შიდასამეურნეო გამოყენება ხორციელდება კოლმეურნეობის წესდების, სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების, სსრ კავშირის სხვა კანონმდებლობის, ამ კოდექსის და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად. კოლმეურნეობის საზოგადოებრივი სარგებლობის მიწები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის, საზოგადოებრივი დოვლათის გადიდების, კოლმეურნეთა მატერიალური კეთილდღეობის ამაღლების, საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო მშენებლობისა და სხვა საჭიროებისათვის. კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწებს იყენებენ კოლმეურნეობის წევრების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების, მუშების, მოსამსახურეებისა და ამ კოდექსის 75-ე და 76-ე მუხლებში აღნიშნული სხვა მოქალაქეებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მისაცემად. თუ საკარმიდამო მიწები არ არის საკმარისი, საკოლმეურნეო კომლებისათვის კოლმეურნეობის წესდებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად გამოსაყოფი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მისაცემად დასაშვებია საკარმიდამო მიწის ფართობის გადიდება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწების ხარჯზე კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 60. კოლმეურნეობის მიწების შიდასამეურნეო გამოყენება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

