კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მუხლი 76. სოფლად მცხოვრები მუშების, მოსამსახურეების, ინვალიდებისა და პენსიონერებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მიცემა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 21 დეკ. 1987

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

თუ კოლმეურნეობებში. საბჭოთა მეურნეობებში, სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში არის თავისუფალი საკარმიდამო მიწები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეიძლება მიეცეს სოფლად მცხოვრებ მუშას, მოსამსახურეს, პენსიონერსა და ინვალიდს შესაბამისად კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
თუ კოლმეურნეობებში. საბჭოთა მეურნეობებში, სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში არის თავისუფალი საკარმიდამო მიწები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეიძლება მიეცეს სოფლად მცხოვრებ მუშას, მოსამსახურეს, პენსიონერსა და ინვალიდს შესაბამისად კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 მუხლი 77. საბჭოთა მეურნეობების მუშებისა და მოსამსახურეებისათვის და სხვა მოქალაქეებისათვის სარგებლობაში მისაცემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნორმები საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით დაკავებული ფართობის ჩათვლით, გამოუყოფენ შემდეგ ნორმის ფარგლებში: 1) საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მუდმივ მუშებს, სპეციალისტებს და მოსამსახურეებს, რომლებიც სოფლად მუშაობენ და ცხოვრობენ – 0,25 ჰექტარამდე; ყოფილ კოლმეურნეებს, რომლებიც მუდმივად სამუშაოდ გადავიდნენ საბჭოთა მეურნეობებში ან სხვა სახელმწიფო საწარმოებში, კოლმეურნეობების სახელმწიფო საწარმოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნდებათ საკარმიდამო ნაკვეთები იმ ნორმით, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ კოლმეურნეობებში. 2) სახელმწიფო და საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მუშებს, მოსამსახურეებს, აგრეთვე მასწავლებლებს, ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ და მუშაობენ სოფლად, – საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად – 0,25 ჰექტარამდე; 3) სოფლად მომუშავე და მცხოვრებ მუდმივ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის 1 და მე-2 პუნქტების მოქმედება, აგრეთვე სოფელ ადგილებში მცხოვრებ პენსიონრებსა და ინვალიდებს – 0,15 ჰექტარამდე, სოფლად მცხოვრებ მუშებს, მოსამსახურეებს და სხვა მოქალაქეებს დაწესებული ნორმის ზევით სარგებლობაში შეიძლება დაუტოვონ მიწათსარგებლობის მოწესრიგების შედეგად წარმოქმნილი მიწის პატარა ნაკვეთები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით, თუ მათი გამოყენება კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების ან სხვა საწარმოებისა და ორგანიზაციების საწარმოო საჭიროებისათვის ან სხვა მოქალაქეებისათვის გადაცემა შეუძლებელია. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ივნ. 1981 – 31 დეკ. 1987 ტექსტი უცნობია

  2. 30 ივლ. 1971 – 31 ივლ. 1978 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
146015131786849156608181¹75647776
მითითებამნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…საქართველოს სამოქალაქო…სასოფლო-სამეურნეო დანი…მიწის მიზნობრივი დანიშ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა