კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მუხლი 73. საკოლმეურნეო კომლისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების შენარჩუნება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 21 დეკ. 1987

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მიზომილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება საკოლმეურნეო კომლს, რომლის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრი გაწვეულია სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალების რიგებში ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან იმყოფება არჩევითს თანამდებობაზე, სწავლობს, დროებით გადავიდა სხვა სამუშაოზე კოლმეურნეობის თანხმობით ან ორგანიზებული შეგროვების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკოლმეურნეო კომლის შემადგენლობაში დარჩნენ მხოლოდ არასრულწლოვანები. საკარმიდამო ნაკვეთით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება აგრეთვე იმ საკოლმეურნეო კომლს, რომლის ყველა წევრმა დაკარგა შრომის უნარი მოხუცებულობის ან ინვალიდობის გამო. იმ კოლმეურნეობის მარტოხელა მოხუც და შრომისუუნარო წევრს, რომელიც საბჭოთა მეურნეობად და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოდ გარდაიქმნა, სიცოცხლის განმავლობაში უნარჩუნდება ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომლითაც სარგებლობდა კოლმეურნეობაში. ყველა სხვა შემთხვევაში საკარმიდამო ნაკვეთის შენარჩუნების საკითხს წყვეტს კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 ივლ. 1971-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15131460146113²1124 (დ…86970787173
მნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…საქართველოს სამოქალაქო…სასოფლო-სამეურნეო დანი…სასოფლო-სამეურნეო კოოპ…ტერიტორიების გამოყენებ…მიწის მიზნობრივი დანიშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა