მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

მუხლი 8. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიები და მათი ცვლილება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიებია: ა) საძოვარი; ბ) სათიბი; გ) სახნავი (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული); დ) საკარმიდამო.

2.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება დასაშვებია შემდეგი წესით: ა) საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით; ბ) სათიბის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით; გ) სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით.

3.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების გარეშე მისი უფრო მაღალი ინტენსივობის კატეგორიისათვის გათვალისწინებული დანიშნულებით სისტემატურად გამოყენება დაუშვებელია.

4.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასთან დაცული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

5.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1511³20013376346501198
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…მიწის მიზნობრივი დანიშ…საქართველოს საგადასახა…კანონი საქართველოს საბ…სასოფლო-სამეურნეო დანი…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა