Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებმუხლი 13²

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

მუხლი 13². სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022
თემები:საკვები და სასმელი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მართვაში; ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ; დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით; ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან; ვ) მიიღოს დამატებითი დივიდენდი  დამატებითი შენატანის შესაბამისად, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ზ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება; თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი პაი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილი ქონებიდან მიიღოს შესაბამისი წილი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; კ) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს; ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები; ბ) შეასრულოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები; გ) შეიტანოს პაი ამ კანონით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებითა და საერთო კრების მიერ დადგენილი წესით; დ) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ე) განახორციელოს დამატებითი შენატანი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

3.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით; ბ) არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია ამ კოოპერატივის საქმიანობის შესახებ; დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით; ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან; ვ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება; ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან ამ კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ კოოპერატივის ვალდებულებების დაფარვის შემდეგ აღნიშნული კოოპერატივის ქონებიდან დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი და დარჩენილი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე განაწილებამდე მიიღოს დივიდენდი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ი) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს; კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

4.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები; ბ) განახორციელოს ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი ამ კანონით ან საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

5.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულ/ინვესტორ წევრს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება მიენიჭოს ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას ეხება.

6.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ინვესტორ წევრს (წევრებს) არ შეიძლება ჰქონდეს (ჰქონდეთ) ხმათა 25%-ზე მეტი (ჯამურად). საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მართვაში; ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ; დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით; ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან; ვ) მიიღოს დამატებითი დივიდენდი  დამატებითი შენატანის შესაბამისად, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ზ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება; თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი პაი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილი ქონებიდან მიიღოს შესაბამისი წილი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; კ) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს; ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები; ბ) შეასრულოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები; გ) შეიტანოს პაი ამ კანონით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებითა და საერთო კრების მიერ დადგენილი წესით; დ) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ე) განახორციელოს დამატებითი შენატანი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულიასოცირებული/ინვესტორი წევრი უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით; ბ) არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეოამ კოოპერატივის საქმიანობის შესახებ; დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით; ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან; ვ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება; ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან ამ კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებულიასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში,შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეოამ კოოპერატივის ვალდებულებების დაფარვის შემდეგ სასოფლო-სამეურნეოაღნიშნული კოოპერატივის ქონებიდან დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებულიასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი და დარჩენილი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე განაწილებამდე მიიღოს დივიდენდი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ი) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს; კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულიასოცირებული/ინვესტორი წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები; ბ) განახორციელოს ასოცირებულიასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი ამ კანონით ან საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულ/ინვესტორ წევრს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება მიენიჭოს ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას ეხება. 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ინვესტორ წევრს (წევრებს) არ შეიძლება ჰქონდეს (ჰქონდეთ) ხმათა 25%-ზე მეტი (ჯამურად). საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
რედაქციების შედარება

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მართვაში; ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ; დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით; ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან; ვ) მიიღოს დამატებითი დივიდენდი  მისი დამატებითი საპაიო შენატანის შესაბამისად, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ზ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება; თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი პაი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილი ქონებიდან მიიღოს შესაბამისი წილი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; კ) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს; ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები; ბ) შეასრულოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები; გ) შეიტანოს პაი ამ კანონით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებითა და საერთო კრების მიერ დადგენილი წესით; დ) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ე) განახორციელოს დამატებითი საპაიო შენატანი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით; ბ) არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ; დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით; ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან; ვ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება; ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული წევრის შენატანი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ვალდებულებების დაფარვის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონებიდან დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული წევრის შენატანი და დარჩენილი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე განაწილებამდე მიიღოს დივიდენდი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ი) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს; კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები; ბ) განახორციელოს ასოცირებული წევრის შენატანი ამ კანონით ან საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 27 დეკ. 2022
  2. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2019
წინა მუხლი 13¹შემდეგი მუხლი 13³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ფერმის ოპერაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2022-12-16 · №10

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2022-12-27
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

  • 11სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები
  • 7სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვება და შეწყვეტა
  • 13¹სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა შენატანები

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

  • 4სამომხმარებლო კოოპერატივის წევრობა, წევრთა უფლება–მოვალეობანი
  • 7სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრება
  • 5სამომხმარებლო კოოპერატივის მართვისა და კონტროლის ორგანოები

მეწარმეთა შესახებ

  • 250კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია
  • 226კოოპერატივის ცნება
  • 240საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობა

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 67კოლმეურნეობათაშორისი, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული საწარმოებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ

  • 20ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა უფლებები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 13საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2047511713¹250226240136713²
მნიშვნელობით ახლოსსასოფლო-სამეურნეო კოოპ…სამომხმარებლო კოოპერაც…მეწარმეთა შესახებკანონი საქართველოს საბ…ბინათმესაკუთრეთა ამხან…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 დეკ. 2022