ამ კოდექსის 75-ე და 76-ე მუხლებში ჩამოთვლილი კატეგორიის მოქალაქეებს სათიბად მიწის ნაკვეთი ეძლევათ სახელმწიფო მარაგის, სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებიდან, რკინიგზისა და გზატკეცილებისათვის გამოყოფილი და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო დასახლებული პუნქტების ფარგლებში – სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებების საფუძველზე, თუ თიბვა დასაშვებია ამ მიწების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან ერთად. ასეთი მიწის უქონლობისას ნაკვეთები სათიბისათვის შეიძლება გამოყოფილ იქნეს კოლმეურნეობის, საბჭოთა მეურნეობის, სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის საზოგადოებრივ მეურნეობაში გამოუყენებელი მიწებიდან კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების, ან რწმუნებულთა კრების, ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 81. მიწის ნაკვეთის გაცემა სათიბად
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

