დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 37¹⁰. საჩივრის წარდგენის ვადა და ფორმა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დავების განხილვის სამსახური წარმოებაში იღებს დამსაქმებლის, დასაქმებულის, მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ წარდგენილ, მხოლოდ ამ კანონის 37 8 მუხლით გათვალისწინებულ საჩივარს საპენსიო ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე. ამ თავით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის ვადაა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მათ შორის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის) ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე.

2.საჩივარი დავების განხილვის სამსახურს შეიძლება წარედგინოს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით). საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენა არ გამორიცხავს დავების განხილვის სამსახურის უფლებამოსილებას, განმცხადებელს მოსთხოვოს მატერიალური დოკუმენტაციის წარდგენა. საჩივრის ფორმა და მისი წარდგენის წესი, აგრეთვე სხვა წარსადგენი დოკუმენტები/ინფორმაცია განისაზღვრება დავების განხილვის სამსახურის დებულებით.

3.ამ კანონის 37 4 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვას.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საჩივრის წარდგენა დასაშვებია, თუ: ა) ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) გამო ან საჩივრის წარმდგენისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზით (რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით); ბ) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც საჩივრის წარმდგენმა საპენსიო ფონდის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა და რომელთა შესახებ ინფორმაციის დროულად წარდგენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.

5.დავების განხილვის სამსახურში საჩივრის წარდგენა აჩერებს სადავო აქტის/გადაწყვეტილების აღსრულებას. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 2018 – 1 ივნ. 2027 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
197¹36918430230030341⁹37¹⁵37¹³37¹¹10610137¹⁰
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…პენიტენციური კოდექსისაგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა