პენიტენციური კოდექსი

მუხლი 104. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთი უნდა განთავსდეს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ყველა ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომ ადგილას, სადაც არ ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრების რამდენიმე ყუთი.

2.საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა წარწერით „საჩივრების ყუთი“.

3.საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.

4.სამსახურის სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.

5.საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება საჩივრების კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და მათი ნომრების რეგისტრაცია.

6.პენიტენციურ დაწესებულებაში საჩივრების რეგისტრაციასა და აღრიცხვას უზრუნველყოფს სამსახურის სოციალური მუშაკი.

7.საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში ის უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, უნდა შეკეთდეს ან უნდა განთავსდეს საჩივრების ახალი ყუთი. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 104-ე მუხლის მე-7 ნაწილში საჩივრების ყუთის შეკეთების ან ახლის განთავსების 3-დღიანი ვადა კალენდარულ დღეებად განისაზღვრა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1575⁵⁵947937¹⁰10510110737384041104
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაერთო სასამართლოების …არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სახალხო და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა