Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 122

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 122. ხანგრძლივი პაემანი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.ხანგრძლივი პაემანი არის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირთან ერთად ცხოვრება პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, აღნიშნული დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად.

2.ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება.

3.ბრალდებულს უფლება აქვს, პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი.

4.მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 6 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 3 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.

5.ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წერილობით უნდა მიეწოდოს არაუგვიანეს 2 კვირისა. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6.პენიტენციური დაწესებულება ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა ორგანიზებას უწევს ხანგრძლივ პაემანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე მოტივირებული უარის თქმის საფუძველი. ამ საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაცია განმცხადებელს 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიეწოდოს.

7.ხანგრძლივი პაემნის ხანგრძლივობაა 23 საათი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 47 საათამდე.

8.ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა: ა) მსჯავრდებულს, რომელიც საკარანტინო რეჟიმში იმყოფება; ბ) მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში; გ) ბრალდებულს – პატიმრობაში ყოფნის პირველი 3 თვის განმავლობაში; დ) ბრალდებულს, რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში.

9.ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.

10.ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.

11.ხანგრძლივი პაემნისთვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.

12.ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, აგრეთვე მის ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახური.

13.პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ხანგრძლივი პაემანი არის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირთან ერთად ცხოვრება პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, აღნიშნული დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება. 3. ბრალდებულს უფლება აქვს, პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი. 4. მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 6 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 3 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. 5. ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წერილობით უნდა მიეწოდოს არაუგვიანეს 2 კვირისა. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. პენიტენციური დაწესებულება ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა ორგანიზებას უწევს ხანგრძლივ პაემანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე მოტივირებული უარის თქმის საფუძველი. ამ საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაცია განმცხადებელს 10 კალენდარული დღის ვადაში   უნდა მიეწოდოს. 7. ხანგრძლივი პაემნის ხანგრძლივობაა 23 საათი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 47 საათამდე. 8. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა: ა) მსჯავრდებულს, რომელიც საკარანტინო რეჟიმში იმყოფება; ბ) მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში; გ) ბრალდებულს – პატიმრობაში ყოფნის პირველი 3 თვის განმავლობაში; დ) ბრალდებულს, რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში. 9. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. 10. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება. 11. ხანგრძლივი პაემნისთვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. 12. ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, აგრეთვე მის ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახური. 13. პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივნ. 2026
წინა მუხლი 121შემდეგი მუხლი 123

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-01
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 49მუხლი 119

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 120ხანმოკლე პაემანი
  • 121საოჯახო პაემანი
  • 119პაემანი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 87არასრულწლოვნის ოჯახთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობა
  • 91არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის წახალისების ფორმები
  • 64პატიმრობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 165²ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მისი გასაჩივრება და გადასინჯვა
  • 283განაჩენის აღსრულების გადავადება
  • 205პატიმრობა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 50ვადიანი თავისუფლების აღკვეთა
  • 47¹შინაპატიმრობა
  • 378პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5047¹378165²28320587916411949120121122
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026