Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 123

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 123. ვიდეოპაემანი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ტელემედიცინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ვიდეოპაემანი არის მსჯავრდებულის (გარდა ამ კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა) მიერ ამ მუხლით განსაზღვრულ პირთან ამ კოდექსით დადგენილი წესით პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით კომუნიკაცია.

2.მსჯავრდებული სარგებლობს ნებისმიერ პირთან 10 კალენდარული დღის განმავლობაში არაუმეტეს 1 ვიდეოპაემნის უფლებით.

3.განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული სარგებლობს მშობელთან (მშვილებელთან), დედინაცვალთან, მამინაცვალთან, შვილთან (ნაშვილებთან), გერთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, დასთან, ძმასთან 1 წლის განმავლობაში 2 ვიდეოპაემნის უფლებით.

4.მსჯავრდებულს წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს თვეში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი, ხოლო განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს − 1 წლის განმავლობაში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი.

5.ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება მსჯავრდებულს ეზღუდება დისციპლინური სახდელის მოხდის, დისციპლინური პატიმრობის, პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებისა და კრიზისული ვითარების პერიოდებში.

6.ვიდეოპაემნის მოთხოვნის თაობაზე მსჯავრდებულის განცხადება პენიტენციური დაწესებულების დირექტორს უნდა წარედგინოს ვიდეოპაემნის გამართვამდე არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

7.ვიდეოპაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.

8.მსჯავრდებულთან ერთჯერადი ვიდეოპაემნის ხანგრძლივობა 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.

9.ვიდეოპაემანი შეიძლება ვადამდე შეწყდეს: ა) მსჯავრდებულის სურვილით; ბ) უსაფრთხოების დასაცავად.

10.მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე უზრუნველყოფს სამსახური.

11.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სამსახურის წარმომადგენელი ახორციელებს მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულისა და მასთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.

12.მსჯავრდებულის მიერ ვიდეოპაემნის განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2026

    123-ე მუხლის მე-6 ნაწილში განცხადების წარდგენის 7-დღიანი ვადა კალენდარულ დღეებად განისაზღვრა და განცხადება მსჯავრდებულს მიეკუთვნა; მე-10 და მე-11 ნაწილებში ვიდეოპაემნის ორგანიზება და მეთვალყურეობა სამსახურს გადაეცა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 122შემდეგი მუხლი 124

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაშორებული კონსულტაციის შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 56

მიუთითებენ მასზე

მუხლი 119მუხლი 141

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 119პაემანი
  • 122ხანგრძლივი პაემანი
  • 120ხანმოკლე პაემანი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 87არასრულწლოვნის ოჯახთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობა
  • 91არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის წახალისების ფორმები
  • 92არასრულწლოვნის დისციპლინური სახდელის სახეები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 165²ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მისი გასაჩივრება და გადასინჯვა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 50ვადიანი თავისუფლების აღკვეთა
  • 151¹ადევნება
  • 47¹შინაპატიმრობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 10ვიდეომონიტორინგის განხორციელება

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 49ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4950151¹47¹165²8791921011956141122120123
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…საავტორო და მომიჯნავე …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026