Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 120

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 120. ხანმოკლე პაემანი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება.

2.მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.

3.ბრალდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი.

4.ბრალდებულს/მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის.

5.ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ პირებთან ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად.

6.ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრა ხდება მისი თანხმობის შემთხვევაში.

7.ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წერილობით მიეწოდება. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წარუდგენს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ახლო ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

8.პენიტენციური დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ორგანიზებას უწევს ხანმოკლე პაემანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემაზე მოტივირებული უარის თქმის საფუძველი. ამ საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაცია განმცხადებელს იმავე დღეს უნდა მიეწოდოს.

9.ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.

10.ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.

11.ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. სამსახურის წარმომადგენელი ახორციელებს ხანმოკლე პაემნის მიმდინარეობის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

12.ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში  მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას ითავსებს. ბრალდებულს/ მსჯავრდებულს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა ან მოქალაქეობის არმქონე პირია, უფლება აქვს, ურთიერთობა ჰქონდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებასთან. იმ სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ აქვს, უფლება აქვს, ურთიერთობა ჰქონდეს იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებასთან, რომელმაც მისი ინტერესების დაცვა საკუთარ თავზე აიღო, ან იმ სახელმწიფოთაშორის ორგანოსთან, რომელიც მის ინტერესებს იცავს.

13.ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ მუხლით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს აგრეთვე იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის.

14.გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პატიმრობის დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც ვიზუალურად აკვირდება ბრალდებულის ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი მსვლელობა.

15.ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. 2. მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი. 3. ბრალდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის. 5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ პირებთან ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად. 6. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრა ხდება მისი თანხმობის შემთხვევაში. 7. ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წერილობით მიეწოდება. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წარუდგენს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ახლო ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტს. 8. პენიტენციური დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ორგანიზებას უწევს ხანმოკლე პაემანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემაზე მოტივირებული უარის თქმის საფუძველი. ამ საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაცია განმცხადებელს იმავე დღეს უნდა მიეწოდოს. 9. ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. 10. ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება. 11. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. პენიტენციური დაწესებულებისსამსახურის წარმომადგენელი ახორციელებს ხანმოკლე პაემნის მიმდინარეობის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 12. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში  მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას ითავსებს. ბრალდებულს/ მსჯავრდებულს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა ან მოქალაქეობის არმქონე პირია, უფლება აქვს, ურთიერთობა ჰქონდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებასთან. იმ სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ აქვს, უფლება აქვს, ურთიერთობა ჰქონდეს იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებასთან, რომელმაც მისი ინტერესების დაცვა საკუთარ თავზე აიღო, ან იმ სახელმწიფოთაშორის ორგანოსთან, რომელიც მის ინტერესებს იცავს. 13. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ მუხლით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს აგრეთვე იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის. 14. გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პატიმრობის დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც ვიზუალურად აკვირდება ბრალდებულის ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი მსვლელობა. 15. ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივნ. 2026
წინა მუხლი 119შემდეგი მუხლი 121

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

4
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-01
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

არასრულწლოვანთა მა… 87მუხლი 21მუხლი 97მუხლი 119

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 122ხანგრძლივი პაემანი
  • 121საოჯახო პაემანი
  • 119პაემანი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 87არასრულწლოვნის ოჯახთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობა
  • 91არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის წახალისების ფორმები
  • 88არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 165²ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მისი გასაჩივრება და გადასინჯვა
  • 283განაჩენის აღსრულების გადავადება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 50ვადიანი თავისუფლების აღკვეთა
  • 151¹ადევნება
  • 47¹შინაპატიმრობა

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 39—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
50151¹47¹165²283398791881192197122121120
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026