პენიტენციური კოდექსი

მუხლი 134. მსჯავრდებულის უმაღლესი განათლება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების უფლებით, ხოლო არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით. მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების წესი და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

2.მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას იღებს: ა) ციფრული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს მსჯავრდებულისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფას პირდაპირი ტელეხიდით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით; ბ) კორესპონდენციული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს მსჯავრდებულისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფას საკონტაქტო პირის მეშვეობით, სასწავლო მასალის მიწოდებით და ურთიერთობის წერილობითი ფორმის გამოყენებით.

3.მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რამდენადაც შესაძლებელია, ციფრული სწავლების ფორმით. საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების კორესპონდენციული სწავლების ფორმით მიღების უფლებით.

4.მსჯავრდებულის უმაღლესი განათლება ფინანსდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

5.ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-16 ნაწილით ან 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულს შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე ეზღუდება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება. თავი XXII მსჯავრდებულის რესოციალიზაცია

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების უფლებით, ხოლო არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით. მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების წესი და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 2. მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას იღებს: ა) ციფრული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს მსჯავრდებულისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფას პირდაპირი ტელეხიდით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით; ბ) კორესპონდენციული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს მსჯავრდებულისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფას საკონტაქტო პირის მეშვეობით, სასწავლო მასალის მიწოდებით და ურთიერთობის წერილობითი ფორმის გამოყენებით. 3. მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რამდენადაც შესაძლებელია, ციფრული სწავლების ფორმით. საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების კორესპონდენციული სწავლების ფორმით მიღების უფლებით. 4. მსჯავრდებულის უმაღლესი განათლება ფინანსდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით  დადგენილი წესით. 5. ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-16 ნაწილით ან 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულს შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე ეზღუდება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება. თავი XXII მსჯავრდებულის რესოციალიზაცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
998273453345350¹792 (და…843453133132134
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანათლების შესახებუმაღლესი განათლების შე…პენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს კონსტიტუცი…ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა