პენიტენციური კოდექსი

მუხლი 135. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულისთვის საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესების პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.

2.მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია: ა) დადგენილი წესით სასჯელის მოხდა; ბ) მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება; გ) დასაქმება; დ) ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღება; ე) პროფესიული მომზადება და გადამზადება; ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა.

3.მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება მისთვის დანიშნული სასჯელის სახის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, აგრეთვე მსჯავრდებულის პიროვნების, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.

4.მსჯავრდებულის რესოციალიზაციას სამსახური და პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფენ სოციალური მუშაკისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით.

5.მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (შემდგომ − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი).

6.მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულისთვის საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესების პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება. 2. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია: ა) დადგენილი წესით სასჯელის მოხდა; ბ) მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება; გ) დასაქმება; დ) ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღება; ე) პროფესიული მომზადება და გადამზადება; ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა. 3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება მისთვის დანიშნული სასჯელის სახის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, აგრეთვე მსჯავრდებულის პიროვნების, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით. 4. მსჯავრდებულის რესოციალიზაციას სამსახური და პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფენ სოციალური მუშაკისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით. 5. მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (შემდგომ − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი). 6. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7218490995217615213613794135
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…არასრულწლოვანთა მართლმ…ფსიქიკური ჯანმრთელობის…სქესობრივი თავისუფლები…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა