Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიმუხლი 84

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 84. არასრულწლოვნისათვის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:სასწავლო პროგრამასპეციალური განათლებასკოლის ლიცენზირებასაგანმანათლებლო ტექნოლოგიებიარასრულწლოვანთა სისხლის სამართალიკორპორაციული და ინდივიდუალური განათლება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1344¹56789

1.არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. # # 2. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა.

3.არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ზოგადი განათლების მიცემის და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების/განვითარების, აგრეთვე არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის პროფესიული განათლების მიცემის მიზნით პატიმრობის დაწესებულება/არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესს.

4.არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანისთვის პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დატოვების შემდეგ მის დასაქმებას.

4¹.არასრულწლოვანი მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით, რომელიც ხორციელდება პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით.

5.არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი ქვეყანაში არსებულ განათლების სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

6.არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულად ყოფნის/სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში (დიპლომი, სერტიფიკატი, ატესტატი და სხვა) არ მიეთითება ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია არასრულწლოვნის, როგორც ნასამართლევის ან ყოფილი მსჯავრდებულის, იდენტიფიცირება.

7.იმ არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის, რომელსაც აქვს შემეცნებასა და სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ან არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია, სპეციალური პროგრამები უნდა არსებობდეს. მისი სწავლება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით უნდა მიმდინარეობდეს.

8.არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი რეგულირდება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

9.არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა მასთან აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3840 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3989 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდასაშუალება ჰქონდესუნდა საშუალება,ჰქონდეს, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს  განათლებისა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და მეცნიერებისსპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად .შესაბამისად. # # 2. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა. 3. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ზოგადი განათლების მიცემის და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების/განვითარების, აგრეთვე არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის პროფესიული განათლების მიცემის მიზნით პატიმრობის დაწესებულება/არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესს. 4. არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროფესიული განათლების ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დატოვების შემდეგ მის დასაქმებას. 4 1 . არასრულწლოვანი მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით, პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით. 5. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი ქვეყანაში არსებულ განათლების სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. 6. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულად ყოფნის/სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში (დიპლომი, სერტიფიკატი, ატესტატი და სხვა) არ მიეთითება ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია არასრულწლოვნის, როგორც ნასამართლევის ან ყოფილი მსჯავრდებულის, იდენტიფიცირება. 7. იმ არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის, რომელსაც აქვს შემეცნებასა და სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ან არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია, სპეციალური პროგრამები უნდა არსებობდეს. მისი სწავლება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით უნდა მიმდინარეობდეს. 8. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი რეგულირდება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისაგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და მეცნიერებისსპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.ბრძანებით . საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

წინა მუხლი 83შემდეგი მუხლი 85

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ახალგაზრდა გადაქცევის პროგრამები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაწყებითი სკოლის ავტორიზაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაწყებითი სკოლის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ენების სკოლის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №28

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
4
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 90მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში დატოვება ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა
  • 80არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი
  • 85არასრულწლოვნის მუშაობის შესაძლებლობა

პენიტენციური კოდექსი

  • 132ბრალდებულის/მსჯავრდებულის ზოგადი განათლება
  • 134მსჯავრდებულის უმაღლესი განათლება
  • 133ბრალდებულის/მსჯავრდებულის პროფესიული განათლება

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 27არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ზოგადი განათლება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 9ზოგადი განათლების მიღების უფლება

განათლების შესახებ

  • 41იმ ბავშვთა და მოზარდთა სოციალური დაცვა, რომლებსაც აღზრდისა და განათლების განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ

პროფესიული განათლების შესახებ

  • 4პროფესიული განათლების მიღების უფლება და ძირითადი გარანტიები
  • 7პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 17დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
94190808517471321341332784
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…კანონთან კონფლიქტში მყ…ზოგადი განათლების შესა…განათლების შესახებპროფესიული განათლების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025