1.პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი საკითხები: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღების წესი; ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განაწილების წესი; გ) ამ კოდექსით დადგენილი წესით სხვადასხვა კატეგორიის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება; დ) პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის წესი; ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იზოლაცია და დაცვა; ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუდმივი ზედამხედველობა; ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება; თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; ი) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა პირადი უსაფრთხოების დაცვა; კ) მუშაობისა და დასვენების დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის წესები; ლ) იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც მსჯავრდებულის დასაქმება აკრძალულია; მ) იმ ინდივიდუალური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება ახორციელებდეს ბრალდებული/მსჯავრდებული; ნ) იმ საგნებისა და ნივთების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იქონიოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა; ო) იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში; პ) იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას; ჟ) იმ საგნების ამოღების წესი, რომელთა გამოყენებაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს; რ) ჩხრეკისა და შემოწმების ჩატარების წესები; ს) პაემნების მოწყობის, კორესპონდენციისა და ამანათის მიღება-ჩაბარების წესები.
2.პენიტენციური დაწესებულების დებულების დასაცავად პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება განხორციელდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი მოთავსების ადგილის ჩხრეკა, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ნივთების შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ჩხრეკას ახორციელებს პენიტენციური დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი.
3.სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში შედიან ან ამ დაწესებულებიდან გადიან.
4.ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას მისთვის მისვლისთანავე ჩამორთმეული ფული ან სხვა ფასეულობა მის გათავისუფლებამდე შესანახად ამ დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით გადაეცემა პენიტენციურ დაწესებულებას.
5.პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის წესი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
6.სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
7.პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგს ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი.
8.პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი საკითხები: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღების წესი; ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განაწილების წესი; გ) ამ კოდექსით დადგენილი წესით სხვადასხვა კატეგორიის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება; დ) პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის წესი; ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იზოლაცია და დაცვა; ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუდმივი ზედამხედველობა; ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება; თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; ი) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა პირადი უსაფრთხოების დაცვა; კ) მუშაობისა და დასვენების დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის წესები; ლ) იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც მსჯავრდებულის დასაქმება აკრძალულია; მ) იმ ინდივიდუალური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება ახორციელებდეს ბრალდებული/მსჯავრდებული; ნ) იმ საგნებისა და ნივთების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იქონიოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა; ო) იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებებისა დასაშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში; პ) იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას; ჟ) იმ საგნების ამოღების წესი, რომელთა გამოყენებაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს; რ) ჩხრეკისა და შემოწმების ჩატარების წესები; ს) პაემნების მოწყობის, კორესპონდენციისა და გზავნილებისამანათის მიღება-ჩაბარების წესები. 2. პენიტენციური დაწესებულების დებულების დასაცავად პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება განხორციელდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი მოთავსების ადგილის ჩხრეკა, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ნივთების შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ჩხრეკას ახორციელებს პენიტენციური დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი. 3. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში შედიან ან ამ დაწესებულებიდან გადიან. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას მისთვის მისვლისთანავე ჩამორთმეული ფული ან სხვა ფასეულობა მის გათავისუფლებამდე შესანახად ამ დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით გადაეცემა პენიტენციურ დაწესებულებას. 5. პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის წესი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 6. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. 7. პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგს ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი. 8. პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.