1.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით თავსდებიან:
ა) ქალები;
ბ) არასრულწლოვანები;
გ) პირველად მსჯავრდებული პირები;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილი პირები;
ე) პირები, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მათი წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება საფრთხე შეექმნას;
ვ) განსაკუთრებით საშიში პირები, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და გარშემომყოფთ.
2.პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო განყოფილებაში განცალკევებით თავსდებიან არამართვადი ინფექციური დაავადების მქონე პირები.
3.მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება დააწესოს მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსების სხვა წესი.
თავი XII
პენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირება. პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით თავსდებიან:ა) ქალები;ბ) არასრულწლოვანები;გ) პირველად მსჯავრდებული პირები;დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილი პირები;ე) პირები, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მათი წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება საფრთხე შეექმნას;ვ) განსაკუთრებით საშიში პირები, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და გარშემომყოფთ.2. პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო განყოფილებაში განცალკევებით თავსდებიან არამართვადი ინფექციური დაავადების მქონე პირები.3. მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება დააწესოს მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსების სხვა წესი.თავი XIIპენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირება. პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…უცხოელთა და მოქალაქეობ…ქალთა მიმართ ძალადობის…ამნისტიის შესახებ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა