Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 58

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 58. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ტელემედიცინასაავტორო უფლებების დაცვაბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებიკიბერდანაშაული და ციფრული ექსპერტიზა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − ბრალდებულის/მსჯავრდებულის თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-, ვიდეოსაშუალებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებით. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.

2.პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული/მსჯავრდებული მის მიმართ ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-, ვიდეოჩაწერის განხორციელების შესახებ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ ბრძანებას გააცნობენ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერაზე უარს აცხადებს, კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4.ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და მიზნის პროპორციული უნდა იყოს.

5.დაუშვებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება საერთო სარგებლობის საშხაპეში, საერთო სარგებლობის საპირფარეშოსა და ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილ ოთახში, გარდა მეთვალყურეობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელებისა. საერთო სარგებლობის საპირფარეშოში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თვითმკვლელობისა და თვითდაზიანების თავიდან ასაცილებლად.

6.სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა პირთან შეხვედრას, გარდა ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.

7.პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრისთანავე პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შეწყვეტის შესახებ. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის მის დასასჯელად განხორციელება.

9.ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის დაფიქსირების შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მასალის დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მტკიცებულებად გამოყენების მიზნით დაარქივების შესახებ. დაარქივებული მასალა ინახება დისციპლინური სამართალწარმოების დასრულებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით, ხოლო დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით.

10.ამ მუხლის შესაბამისად დაარქივებულ მასალას ბრალდებული/მსჯავრდებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნული მასალა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან/და მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

11.ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − ბრალდებულის/მსჯავრდებულის თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-, ვიდეოსაშუალებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებით. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა. 2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული/მსჯავრდებული მის მიმართ ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-, ვიდეოჩაწერის განხორციელების შესახებ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ ბრძანებას გააცნობენ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერაზე უარს აცხადებს, კეთდება სათანადო ჩანაწერი. 4. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და მიზნის პროპორციული უნდა იყოს. 5. დაუშვებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება საერთო სარგებლობის საშხაპეში, საერთო სარგებლობის საპირფარეშოსა და ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილ ოთახში, გარდა მეთვალყურეობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელებისა. საერთო სარგებლობის საპირფარეშოში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თვითმკვლელობისა და თვითდაზიანების თავიდან ასაცილებლად. 6. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა პირთან შეხვედრას, გარდა ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. 7. პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრისთანავე პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შეწყვეტის შესახებ. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის მის დასასჯელად განხორციელება. 9. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის დაფიქსირების შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მასალის დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მტკიცებულებად გამოყენების მიზნით დაარქივების შესახებ. დაარქივებული მასალა ინახება დისციპლინური სამართალწარმოების დასრულებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით, ხოლო დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით. 10. ამ მუხლის შესაბამისად დაარქივებულ მასალას ბრალდებული/მსჯავრდებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნული მასალა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან/და მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 11. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 57შემდეგი მუხლი 59

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ადევნება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (მუხლი 151-1)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კიბერდანაშაული და კომპიუტერული თაღლითობა (მუხლი 284-286)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ონლაინ ავტორის უფლების აღმოჩენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაშორებული კონსულტაციის შესაბამისობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • ციტირებულია 8 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 69

მიუთითებენ მასზე

არასრულწლოვანთა მა… 79მუხლი 33მუხლი 34მუხლი 35მუხლი 36მუხლი 37მუხლი 39მუხლი 69

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 62უსაფრთხოების ღონისძიებები
  • 118მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გაცნობა
  • 123ვიდეოპაემანი

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 10¹მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება და განხორციელება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁶⁶ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის წესი

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 12ელექტრონული თვალთვალი
  • 14¹⁰პირისთვის შეტყობინება
  • 14¹ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 10ვიდეომონიტორინგის განხორციელება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 381¹შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 44⁸შინაპატიმრობის აღსრულების წესი

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 15ტრანსსასაზღვრო ვიზუალური კონტროლი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
381¹21⁶⁶10¹1214¹⁰14¹79106933343536373958
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…ქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს ადმინისტრა…კონტრდაზვერვითი საქმია…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026