Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 66

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 66. პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სტიქიური უბედურების, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიის ან მასობრივი არეულობის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პენიტენციური დაწესებულება დაზიანდა ან გამოუსადეგარია კანონით გათვალისწინებული მიზნებისთვის, პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.

2.პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადით შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.

3.ბრალდებულის/მსჯავრდებულის, პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში აღნიშნული დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.

4.პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამსახურის გენერალურ დირექტორს. სამსახურის გენერალური დირექტორი აღნიშნული შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.

5.თუ პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის მოქმედების დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან ამ დაწესებულების უსაფრთხოების დანაყოფის/სამსახურის მიერ აღნიშნულ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.

6.პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სტიქიური უბედურების, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიის ან მასობრივი არეულობის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პენიტენციური დაწესებულება დაზიანდა ან გამოუსადეგარია კანონით გათვალისწინებული მიზნებისთვის, პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები. 2. პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადით შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში აღნიშნული დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები. 4. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამსახურის გენერალურ დირექტორს. სამსახურის გენერალური დირექტორი აღნიშნული შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ. 5. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის მოქმედების დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან ამ დაწესებულების უსაფრთხოების დანაყოფის/სამსახურის მიერ აღნიშნულ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით. 6.  პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2026

    მე-2 ნაწილის 15-დღიანი ვადა დაზუსტდა როგორც 15 კალენდარული დღე, ხოლო მე-5 ნაწილში „აკრძალული საგნები“ ჩანაცვლდა „აკრძალული ნივთებით“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 65შემდეგი მუხლი 67

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 52

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 124მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვება
  • 67პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა
  • 50ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვება

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 39

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 13
  • 44

პაციენტის უფლებების შესახებ

  • 45

სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

  • 8სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 89თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 27¹პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 81საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური

პოლიციის შესახებ

  • 52პოლიციელის სამუშაო დრო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27¹45813443952895212467508166
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიხელშეკრულება საქართველ…ჯანმრთელობის დაცვის შე…პაციენტის უფლებების შე…სახელმწიფო სპეციალური …არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026