განსაკუთრებულ შემთხვევაში შემკითხველი მხარის კომპეტენტურ პირებს შეუძლიათ მოითხოვონ პირის პატიმრობაში აყვანა მოთხოვნის გაგზავნამდე. ამ საკითხს შემსრულებელი ორგანოები წყვეტენ თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად. მოთხოვნაში დროებით დაკავების შესახებ უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს 36-ე მუხლის 1-ლ და მე–2 ნაწილებში აღნიშნული ერთ - ერთი დოკუმენტი და რომ მოთხოვნა გადაცემის შესახებ გამოიგზავნება დაუყოვნებლივ. ასევე უნდა მიეთითოს იმ დანაშაულის შესახებ, რომლის გამოც იგზავნება მოთხოვნა პირის გადაცემის შესახებ, დანაშაულ ი ს ჩადენის ადგილი და თარიღი, შეძლებისდაგვარად ზუსტი აღწერილობა პირისა, რომლის გადაცემის შესახებაც იგზავნება მოთხოვნა. მოთხოვნა დროებითი დაკავების შესახებ უნდა გაეგზავნოს შემსრულებელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს დი პ ლომატიური არხებით, პირდაპირ ფოსტით ან ტელეგრაფით, საერთაშორისო პოლიციის მეშვეობით ან ნებისმიერი სხვა წერილობითი საშუალებით, რომელზეც დათანხმდება შემსრულებელი მხარე. შემკითხველ დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისი მოთხოვნის შედეგების შესახებ. პატიმრობაში აყვანილი პირი შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მისი პატიმრობაში აყვანიდან 45 დღის განმავლობაში შემსრულებელი მხარე არ მიიღებს მოთხოვნას პირის გადაცემის შესახებ, რომელსაც თან უნდა ერთოდეს 3 6-ე მუხლში აღნიშნული დოკუმენტები. ეს ვადა არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს პირის დაპატიმრების მომენტიდან. თუმცა გამორიცხული არ არის პირის დროებით განთავისუფლების შესაძლებლობა, მაგრამ შემსრულებელმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა აღკვეთოს პირის გაქცევ ის შესაძლებლობა. პირის გათავისუფლებამ ხელი არ უნდა შეუშალოს მის ხელახლა დაპატიმრებასა და გადაცემას, თუ შემდგომ მიღებული იქნება მოთხოვნა მისი გადაცემის შესახებ.
მუხლი 39
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხირას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია
ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾250

დავით ელისაბედაშვილი
კერძო აღმასრულებელი
კონსულტაცია: ₾100

მარიამ ჯორბენაძე
ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
