Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 52

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 52. თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულებიწინასასამართლო და პროცედურული დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი.

3.მსჯავრდებული, როგორც წესი, სასჯელს იხდის მის ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მოსამზადებლად; ბ) მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატურად დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ე) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ზ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; თ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; ი) ამ კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; კ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191 1 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება და ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია მსჯავრდებულის უსაფრთხოებისთვის; ლ) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; მ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.

5.მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი (შემდგომ − გუნდი). მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი, აგრეთვე გუნდის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

6.გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები) რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

7.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება საშიშროების შესაბამისი რისკის მსჯავრდებულისთვის დადგენილი წესები, რომელთა დაცვაც შესაძლებელია აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში.

8.ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“−„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებული შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრისთანავე შეიძლება დაბრუნებულ იქნეს იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლიდანაც გადაიყვანეს.

წინა მუხლი 51შემდეგი მუხლი 53

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პატიმრობის ადგილიდან გაქცევა (მუხლი 379)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) პირობების დარღვევა - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 191¹მუხლი 66

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 53მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა
  • 45პატიმრობის აღსრულების ადგილი
  • 37დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 46თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 51სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა
  • 43ზოგადი დებულებები თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებით

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 57³იმ უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა

ამნისტიის შესახებ

  • 6—

ამნისტიის შესახებ

  • 14—

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 79არასრულწლოვანთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსება
  • 90მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში დატოვება ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა

ამნისტიის შესახებ

  • 12—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46191¹514357³7990146665345371252
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისისხლის სამართლის საერ…სისხლის სამართლის სფერ…უცხოელთა და მოქალაქეობ…ამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026