Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 124

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 124. მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება: ა) თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე; ბ) სოციალური აქტივობის განსახორციელებლად, აგრეთვე ექსტერნატის გამოცდის, ერთიანი ეროვნული გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად; გ) სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით.

2.თუ აუცილებელია მსჯავრდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობას.

3.განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შუამდგომლობით მიმართავს. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და ადგილი, სადაც მან უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ყოფნისთვის განკუთვნილი დრო (შემდგომ − დანიშნულების ადგილი).

4.განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება არ მიეცემა  ამ კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს.

5.პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღე-ღამეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.

6.მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.

7.სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით დგინდება მსჯავრდებულის თანმხლებ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც მსჯავრდებულს აცილებენ პენიტენციური დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან.

8.მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები (გარდა საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად მსჯავრდებულის გაყვანასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ანაზღაურდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით. მინისტრის მიერ დადგენილი წესით მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი ხარჯების აუნაზღაურებლად.

9.მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივნ. 2026
წინა მუხლი 123შემდეგი მუხლი 125

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პატიმართა უფლებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-01
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 60

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 50ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვება
  • 66პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება
  • 57პენიტენციური დაწესებულების დებულება. პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგი და სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 89თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში
  • 95არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 27¹პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი
  • 21¹²⁵მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ
  • 21¹¹⁹მოსამართლის ბრძანება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 39—

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 64³უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების პირობები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 60დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 19ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27¹21¹²⁵21¹¹⁹3964³8995196060506657124
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ადმინისტრა…ხელშეკრულება საქართველ…უცხოელთა და მოქალაქეობ…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026