პენიტენციური კოდექსი

მუხლი 78. სამარტოო საკანში მოთავსება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

2.სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე პაემანი, ხანგრძლივი პაემანი, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე ეზღუდება შრომითი საქმიანობისა და ინდივიდუალური საქმიანობის უფლებები. მას შეუძლია ისარგებლოს გასეირნების უფლებით − ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა.

3.სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სასწავლო მასალის ხელმისაწვდომობა და სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება, თუ ეს ხელს არ უშლის დისციპლინური სახდელის აღსრულებას.

4.სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.

5.ბრალდებული/მსჯავრდებული მისი უსაფრთხოების დასაცავად სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევაში სარგებლობს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

6.სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა.

7.დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული სენსორული იზოლაციის პირობებში მოთავსება.

8.პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსების შესახებ. სამედიცინო პერსონალი სამარტოო საკანში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ყოველდღიურ, განსაკუთრებულ მეთვალყურეობას უნდა ახორციელებდეს. აუცილებლობის შემთხვევაში მისი სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს პენიტენციური დაწესებულების ექიმის დასკვნის საფუძველზე. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. 2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე პაემანი, ხანგრძლივი პაემანი, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე ეზღუდება შრომითი საქმიანობისა და ინდივიდუალური საქმიანობის უფლებები. მას შეუძლია ისარგებლოს გასეირნების უფლებით − ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა. 3. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სასწავლო მასალის ხელმისაწვდომობა და სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება, თუ ეს ხელს არ უშლის დისციპლინური სახდელის აღსრულებას. 4. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად. 5. ბრალდებული/მსჯავრდებული მისი უსაფრთხოების დასაცავად სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევაში სარგებლობს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით. 6. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა. 7. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული სენსორული იზოლაციის პირობებში მოთავსება. 8. პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსების შესახებ. სამედიცინო პერსონალი სამარტოო საკანში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ყოველდღიურ, განსაკუთრებულ მეთვალყურეობას უნდა ახორციელებდეს. აუცილებლობის შემთხვევაში მისი სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს პენიტენციური დაწესებულების ექიმის დასკვნის საფუძველზე. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 1 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025

    78-ე მუხლის მე-4 ნაწილში სატელეფონო საუბრის უფლების შენარჩუნების ადრესატთა ჩამონათვალში სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიცვალა საქართველოს პროკურატურით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
378²165²18059¹4¹92899137771197211678
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სისხლის სა…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა