1.ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით სატელეფონო საუბრის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ამ კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრები არიან. ბრალდებული/მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის თაობაზე მიმართავს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ამ უფლებით სარგებლობამდე 10 კალენდარული დღით ადრე. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, ხოლო მსჯავრდებულს – პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
2.სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯითა და პენიტენციური დაწესებულების კონტროლით.
3.მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი;
ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი − დღე-ღამეში არანაკლებ 30 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15 წუთისა;
გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15 წუთისა;
დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 2 სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი არანაკლებ 15 წუთისა;
ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15 წუთისა.
4.ბრალდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა.
5.მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრულ სატელეფონო საუბრების რაოდენობასა და ხანგრძლივობაზე მეტი სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებით, აღნიშნული დაწესებულების ინფრასტრუქტურისა და საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების გათვალისწინებით.
6.განსაკუთრებული გარემოების (ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან ამ კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება, სხვა გარემოება) არსებობისას შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც შეზღუდული არ აქვს სატელეფონო საუბრის უფლება ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მიენიჭოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობით.
7.ბრალდებულს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
8.ამ მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ, გარკვეული რაოდენობის სატელეფონო ნომრებზე, რომლებშიც არ შედის საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სატელეფონო ნომრები. მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
9.ამ მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, აგრეთვე ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. აღნიშნულ სატელეფონო ნომრებზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები პენიტენციური დაწესებულების ხარჯით ხორციელდება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
10.როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, სამსახურის უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები. მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის შესახებ წინასწარ ეცნობება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.
11.ბრალდებულს/მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულ/ მსჯავრდებულ პირს დაზარალებულთან სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4436 – ვებგვერდი, 02.10.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით სატელეფონო საუბრის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ამ კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრები არიან. ბრალდებული/მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის თაობაზე მიმართავს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ამ უფლებით სარგებლობამდე 10 კალენდარული დღით ადრე. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, ხოლო მსჯავრდებულს – პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
2. სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯითა და პენიტენციური დაწესებულების კონტროლით.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი;
ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი − დღე-ღამეში არანაკლებ 30 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15 წუთისა;
გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15 წუთისა;
დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 2 სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი არანაკლებ 15 წუთისა;
ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15 წუთისა.
4. ბრალდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა.
5. მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრულ სატელეფონო საუბრების რაოდენობასა და ხანგრძლივობაზე მეტი სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებით, აღნიშნული დაწესებულებისინფრასტრუქტურისა და საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების გათვალისწინებით.
6. განსაკუთრებული გარემოების (ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან ამ კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება, სხვა გარემოება) არსებობისას შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც შეზღუდული არ აქვს სატელეფონო საუბრის უფლება ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მიენიჭოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობით.
7. ბრალდებულს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ, გარკვეული რაოდენობის სატელეფონო ნომრებზე, რომლებშიც არ შედის საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სატელეფონო ნომრები. მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
9. ამ მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, აგრეთვე ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. აღნიშნულ სატელეფონო ნომრებზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები პენიტენციური დაწესებულების ხარჯით ხორციელდება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
10. როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, სამსახურის უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები. მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის შესახებ წინასწარ ეცნობება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.
11. ბრალდებულს/მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართძალადობისთვის ან/და ოჯახშიძალადობისთვის ბრალდებულ/ მსჯავრდებულ პირს დაზარალებულთან სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4436 – ვებგვერდი, 02.10.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
116-ე მუხლში დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრისთვის დირექტორისთვის მიმართვის 10-დღიანი ვადა კალენდარულ დღეებად განისაზღვრა.
· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
116-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ნომრები ჩანაცვლდა საქართველოს პროკურატურის ნომრებით ლიმიტებისა და რაოდენობრივი შეზღუდვის გამონაკლისებში.
116-ე მუხლის მე-7 ნაწილში სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა მიბმულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ წესზე.
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…პოლიციის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა